თუ ორსულად ხართ და ხართ საქართველოს მოქალაქე, სახელმწიფო გიფინანსებთ 8 უფასო ვიზიტს ექიმთან შესაბამისი კვლევებით მთელი ორსულობის განმავლობაში. ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული სერვისების მისაღებად, ორსულმა ორსულობის 13 კვირის ვადამდე უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოხდება მისი რეგისტრაცია. ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიცემა მათზე ფოლიუმის მჟავა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რკინის პრეპარატის მიღებას, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული რეცეპტის და პირადობის მოწმობის საფუძველზე, ორსული შეძლებს აფთიაქებიდან.
პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან და არ ითვალისიწინებს თანაგადახდას.
პირველი ვიზიტი - 13 კვირის ორსულობის ვადამდე
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე
მესამე ვიზიტი - ორსულობის 26 კვირაზე
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 30 კვირაზე
მეხუთე ვიზიტი - ორსულობის 34 კვირაზე
მეექვსე ვიზიტი - ორსულობის 36 კვირაზე
მეშვიდე ვიზიტი - ორსულობის 38 კვირაზე
მერვე ვიზიტი - ორსულობის 40 კვირაზე
წყარო: moh.gov.ge