მცირეწყლიანობა ორსულობის დროს

06-04-2024

მცირეწყლიანობა ორსულობის დროს არის მომავალი დედის მდგომარეობა, როდესაც ამნისტიური სითხის დონე მცირდება დასაშვებ ზღვარს ქვემოთ (500 მლ ან ნაკლები). ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რომელიც ორსულების  მხოლოდ 4% შემთხვევაში ფიქსირდება. როგორც წესი, ორსულობის დროს წყლების ნაკლებობა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს აქვს გარკვეული დარღვევები, რამეთუ ამნისტიური სითხე პასუხისმგებელია უამრავ უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციაზე:
•    ბავშვის ბუნებრივი გარემოთი უზრუნველყოფა;
•    ბავშვის, ჭიპლარის და პლაცენტის დაცვა სხვადასხვა დაავადებისგან;
•    ნივთიერებათა ცვლის რეგულირება დედასა და ნაყოფს შორის;
•    ორსულობის ბოლო თვეებში ბავშვის მოძრაობისა და სწორი პოზიციის დაკავების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
•    დედის დისკომფორტის შემცირება, როდესაც ბავშვი აქტიურად მოძრაობს;
•    კანის შერწყმის პრევენცია ამნისტიურ პარკთან:
•    ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის გაფართოებას მშობიარობის დროს.

მცირეწყლიანობის მიზეზები

ორსულობის დროს მცირეწყლიანობის მიზეზები შეიძლება  იყოს ამნისტიური სითხის მოცულობის შემცირება ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფექციის ან დედის ინფექციური და ანთებითი პროცესების გამო. ეს ასევე შეიძლება იყოს ნაყოფის სხვადასხვა  ტიპის მანკების, მათ შორის გენეტიკური დაავადებების ნიშანი. გარდა ამისა, ეს მდგომარეობა შეიძლება დაფიქსირდეს ნაყოფის საშარდე სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე  ჰიპოქსიის  (ჟანგბადის ნაკლებობა) დროს. საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ასევე ორსულ ქალებში ჰიპერტენზია, ტოქსიკოზი და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. ამ მაჩვენებლებმა  ასევე შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე წყლების შემცირება ორსულობის დროს.

მცირეწყლიანობა,

რაში მდგომარეობს  სანაყოფე წყლების სიმცირის საშიშროება ორსულობის დროს?

ამ პათოლოგიამ შესაძლოა მრავალი გართულება გამოიწვიოს  ორსულობის დროს. ამნისტიური სითხის მოცულობის შემცირების მთავარი საფრთხე არის საშვილოსნოს ღრუს შემცირება და, შედეგად, ჭიპლარის შეკუმშვის რისკი. ამავდროულად მცირდება ნაყოფში სისხლის მიმოქცევა და ვითარდება სხვადასხვა სიმძიმის ჰიპოქსია.
საშვილოსნოს კედლების გაერთიანება მცირეწყლიანობის დროს მნიშვნელოვნად ზრდის სანაყოფე ბუშტის კედლების შერწყმის რისკს, ამ წარმონაქმნებმა კი შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება.

მცირეწყლიანობა ორსულობის მესამე ტრიმესტრში

ამნისტიური სითხის მოცულობის დეფიციტი შეიძლება დაფიქსირდეს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ორსულობის დროს სანაყოფე წყლების სიმცირე ფიქსირდება მესამე ტრიმესტრში. კერძოდ, ორსულობის დაახლოებით 38-39 კვირაში. ორსულობის  მესამე ტრიმესტრში ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. 

სწორი დიაგნოზი

ის, როგორც წესი, ვლინდება ხოლმე  ორსულობისას გეგმიური  გამოკვლევის დროს. დიაგნოზის გასარკვევად ექიმი იღებს ნაცხს და ასევე ინიშნება  სისხლის და შარდის ანალიზი. ექოსკოპიისა და დოპლერის ექოსკოპიის გამოყენებით ექიმი განსაზღვრავს წყლის რაოდენობას. ექიმი აფასებს სისხლის ნაკადის ხარისხს ორსულის საშვილოსნო არტერიებში, ასევე ნაყოფის ჭიპსა და თავის ტვინის არტერიაში.

მცირეწყლიანობა,

სანაყოფე წყლების სიმცირის სიმპტომებია:

•    დისკომფორტის შეგრძნება ნაყოფის მოძრაობის დროს;
•    ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც მოგაგონებთ ტკივილს მენსტრუაციის დროს;
•    დილის გულისრევა და პირის სიმშრალის მომატება;
•    სისუსტე, სხეულის ტკივილი, აპათია;
•    ცუდი ძილი;
•    უმადობა. 

მცირეწყლიანობის მკურნალობა

უპირველეს ყოვლისა მომავალმა დედამ უნდა იხელმძღვანელოს ცხოვრების ჯანსაღი წესით: ნაკლები სტრესი, დეჰიდრატაცია, მეტი ფიზიკური აქტივობა და მინიმუმამდე დაყვანილი უარყოფითი ფაქტორები. 
თუ მცირეწყლიანობა ორსულობის მე-2 ტრიმესტრში გამოვლინდა, მკურნალობა ტარდება ამბულატორიულ პირობებში. ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს საშვილოსნოს პლაცენტურ სისხლის ნაკადს, ხელს უწყობს პლაცენტის ფუნქციების ნორმალიზებას, ასევე ინიშნება  ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი. საშვილოსნოს ტონუსის მომატების შემთხვევაში ინიშნება ტოკოლიტიკები. თუ პათოლოგია დიაგნოსტირებულია ორსულობის 34-ე კვირაში ან მოგვიანებით, საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და საფუძვლიანი მკურნალობა, რაც მოიცავს მედიკამენტების მიღებას, რომელიც აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს პლაცენტაში, ვიტამინებს და მედიკამენტებს დაავადების გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ.