ორსულობა და გინგივიტი - სტომატოლოგიური პრობლემები ორსულობის დროს

19-07-2022

ორსულობის პერიოდში გინგივიტის განვითარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას

ორსულობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე, არამედ ორსული ქალის მთელ ორგანიზმზე. ცვლილებებმა, რომლებიც ორსულობისას ხდება, ორგანიზმი შეიძლება განსაკუთრებით დაუცველი გახადოს პირის ღრუს ინფექციების, განსაკუთრებით კი გინგივიტის მიმართ.

გინგივიტი, ორსულთა სტომატოლოგია, ორსული,

ორსულობის დროს ანთებითი რეაქცია ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ვითარდება. ჰორმონების გაზრდილმა დონემ შეიძლება ღრძილების ქსოვილი უფრო მგრძნობიარე გახადოს და გააძლიეროს ბუნებრივი ანთებითი რეაქცია, რომელიც იმუნურ სისტემას პირის ღრუში არსებული ბაქტერიების განადგურებისკენ უბიძგებს. ამან შეიძლება ღრძილების ანთება, ანუ გინგივიტი გამოიწვიოს, რაც კბილების ირგვლივ შეშუპების და სიწითლის განვითარებას იწვევს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ორსული ქალების 40%-80%-ს უვითარდება გინგივიტი გესტაციის მეორე და მერვე თვეს შორის, რაც ორსულობისას სტომატოლოგიური ჰიგიენის დაცვას უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე ოდესმე. მკურნალობის გარეშე გინგივიტი შეიძლება პერიოდონტიტში გადაიზარდოს და მდგომარეობა დამძიმდეს, რაც ზრდის ორსულობის არასასურველი შედეგების რისკს. 

გინგივიტი, ორსულთა სტომატოლოგია, ორსული,

ორსულობის დროს გინგივიტის შესაძლო სიმპტომები:

•    მუქი წითელი შეფერილობის ღრძილები
•    ღრძილების ჰიპერსენსიტიურობა
•    ღრძილების შეშუპება 
•    ადვილად სისხმლდენი ღრძილები
•    უსიამოვნო სუნი პირის ღრუში
•    ღრძილების დაზიანება

თუ გაწუხებთ ამ ნიშნებიდან რომელიმე, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.

გინგივიტი, ორსულთა სტომატოლოგია, ორსული,

როგორ უწყობს ორსულობა ხელს გინგივიტის განვითარებას?

ნაყოფის გენეტიკური ინფორმაციის ნახევარი ბავშვის მამისგან მოდის. მამის დნმ "უცხოა" ორსული ქალის იმუნური სისტემისთვის. ორსულობისას დედის ორგანიზმში კომპლექსური იმუნოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, რათა დედის იმუნური სისტემა თავს არ დაესხას ნაყოფს. ამისთვის ქალის იმუნური სისტემა ითრგუნება, რაც ზრდის მგრძნობელობას რიგი ინფექციების, და მათ შორის გინგივიტის, მიმართ.

როგორ ავიცილოთ თავიდან გინგივიტი?

გინგივიტის პროფილაქტიკა იწყება პირის ღრუს ადეკვატური ჰიგიენით. გარდა ჯანსაღი კვების და შაქრიანი საკვებისგან თავის არიდებისა, არსებობს რამდენიმე ეფექტური გზა ორსულობის პერიოდში პირის ღრუს ინფექციების თავიდან ასაცილებლად:
•    გაიხეხეთ კბილები საფუძვლიანად, დღეში ორჯერ მაინც, მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში, გინგივიტის ან ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტით.
•    გამოიყენეთ ელექტრო კბილის ჯაგრისი.
•    დარწმუნდით, რომ თქვენს კბილის ჯაგრისს აქვს რბილი ზედაპირი.
•    განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ღრძილების ხაზის ირგვლივ დასუფთავებისას.
•    შეცვალეთ კბილის ჯაგრისი ყოველ სამ თვეში ერთხელ.
•    გამოიყენეთ დენტალური ძაფი ყოველდღიურად ძილის წინ.
•    გამოიყენეთ ნატურალური გინგივიტის საწინააღმდეგო საშუალებები.
•    რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები პროფესიონალურად.
•    გამოიყენეთ ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინი, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდას. 

გინგივიტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსულობის შედეგებზე.

ორსულობის არასასურველი შედეგები, როგორიცაა დაბალი წონის ახალშობილის დაბადება, პრეეკლამფსია და გესტაციური დიაბეტი, შეიძლება გამოიწვიოს გართულებულმა გინგივიტმა.თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ არსებობს ორსულობისას გინგივიტის უსაფრთხოდ მკურნალობისა და რისკების შემცირების გზები. ნაყოფის ორგანოების განვითარება ყველაზე ინტენსიურად პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიმდინარეობს, ამიტომ კვლევები აჩვენებს, რომ გინგივიტის მკურნალობისთვის საუკეთესო დრო ორსულობის მეორე ტრიმესტრია (17-28 კვირა). სტომატოლოგი მოგაწოდებთ ინფორმაციას მკურნალობის უსაფრთხო ვარიანტების შესახებ.