უსაფრთხოა თუ არა ექოსკოპია ნაყოფისთვის?

21-09-2022

უსაფრთხოა თუ არა ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფისთვის?

ბევრ ორსულ ქალს უჩნდება შეკითხვა ულტრაბგერითი კვლევის უსაფრთხოების შესახებ. ამ თემაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების უმრავლესობა მიუთითებს, რომ ორსულობის პერიოდში ულტრასონოგრაფიის საჭიროებისამებრ გამოყენებას ნაყოფისთვის ზიანი არ მოაქვს. აი, რა უნდა იცოდნენ მომავალმა მშობლებმა.

ექოსკოპია, ულტრასონოგრაფია, ორსულის ექოსკოპია,

როგორია ულტრაბგერითი კვლევის მექანიზმი?

ულტრაბგერითი კვლევისას ულტრაბგერითი ტალღების სხეულის ქსოვილებში გაშვება და ორგანოების ეკრანზე ვიზუალიზება ხდება.  ულტრასონოგრაფია განსაკუთრებით სასარგებლოა ნაყოფის განვითარებაზე დასაკვირვებლად. მას ასევე შეუძლია საშვილოსნოში არსებული დარღვევების აღმოჩენა. პროცედურა საშუალოდ 15-დან 30 წუთამდე გრძელდება. პროცედურის დაწყებამდე ექოსკოპისტი ორსული ქალის მუცელზე სპეციალურ გელს ათავსებს, რომელიც ზრდის ულტრაბგერითი ტალღების ქსოვილებში შეღწევადობას. შემდეგ ის მუცელზე ტრანსდუსერს ათავსებს, რომელიც ულტრაბგერითი ტალღების წყაროა.
ულტრაბგერითი კვლევის დროს არ ხდება რადიაციის ან რენტგენის სხივების გამოყენება.

ექოსკოპია, ულტრასონოგრაფია, ორსულის ექოსკოპია,

რამდენად უსაფრთხოა კვლევა?

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის (ACOG) მონაცემებით, არ არსებობს  მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ულტრაბგერითი კვლევა ზიანს აყენებს განვითარებად ნაყოფს. უფრო მეტიც, დღემდე არ არის ნაპოვნი რაიმე კავშირი ულტრაბგერით კვლევასა და ნაყოფის განვითარების დეფექტებს, კიბოს, ან ბავშვის განვითარების შეფერხებას შორის.თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაყოფზე ულტრბგერითი ტალღების ზემოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს სრულიად უსაფრთხოდ, რადგან ულტრაბგერითი ტალღების ენერგია ათბობს ნაყოფის ქსოვილებს და ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, თუ დაცული არ არის კვლევის საემდიცინო პროტოკოლი.ძალიან მცირე რისკების მიუხედავად, ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ სამედიცინოდ აუცილებელი და სწორად ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის უსაფრთხოა.

არის თუ არა 3D და 4D ულტრაბგერითი კვლევა უსაფრთხო?

ექოსკოპია, ულტრასონოგრაფია, ორსულის ექოსკოპია,

3D ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის უფრო მაღალი ხარისხის, მკაფიო და დეტალიზებული სურათების მისაღებად გამოიყენება. ასევე არსებობს 4D ულტრაბგერა ვიდეოგადაღებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ ნაყოფის მოძრაობას საშვილოსნოში. 
ამ ტიპის გამოკვლევებს ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგალითად, მაღალი ხარისხის გამოსახულება ეხმარება ექიმებს გარკვეული განვითარების დეფექტების უკეთ დიაგნოსტირებაში.
ორგანზომილებიანი კვლევის მსგავსად, 3D და 4D ულტრაბგერითი კვლევა უსაფრთხოდ ითვლება, როდესაც ის სერტიფიცირებული პროფესიონალის მიერ და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ტარდება. 

წყარო: parents.com