როდის ჯობს დაფეხმძიმება - წელიწადის დრო

07-07-2021

ბევრ ადამიანს აღელვებს არა მარტო წელიწადის დრო, არამედ თვე, დღე და კონკრეტული საათიც კი. დღესთან და საათთან დაკავშირებით რამის თქმა ნამდვილად გაგვიჭირდება, ეს უმჯობესია ასტროლოგთან გაარკვიოთ (რა თქმა უნდა, ხუმრობით), აი, წელიწადის დროსთან დაკავშირებით კი რამდენიმე სიტყვის თქმა ნამდვილად შეიძლება. 

ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი დონე ადამიანებში შემოდგომაზე ფიქსირდება (სექტემბერი-ოქტომბერი), რაც განპირობებულია დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულით, ზაფხულის დასვენებით, ბევრი მზითა და სუფთა ჰაერით. ასევე ძალიან კარგია, როდესაც ამ პერიოდში იბადება ბავშვი, არც ცხელა, არც ცივა და არის დრო ზამთრისთვის მოსამზადებლად. ერთი სიტყვით, თუ მშობლებს ჯანმრთელობა უწყობთ ხელს და გეგმავენ ფეხმძიმობას, უმჯობესია ჩასახვა მოხდეს ზამთარში, რათა ბავშვი დაიბადოს შემოდგომაზე, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ შემოდგომა ჩასახვისთვის ძალიან კარგი დროა. 
ოპტიმალური დრო წინა ფეხმძიმობების შემდეგ

ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმა საბოლოოდ სპეციალისტები შეჯერდნენ, რომ ერთი ორსულობიდან მეორემდე ყველაზე ოპტიმალური პერიოდი 1,5 - 5 წელია. იგივე შეიძლება ითქვას საკეისრო კვეთის შემთხვევაშიც. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“