32 საუკეთესო პროდუქტი, რომელსაც ხელს უწყობს დაორსულებას

28-04-2022

შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ არსებობს საკვები, რომელიც ზრდის ნაყოფიერებას როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. 
ასე რომ, თუ ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გაქვთ კარგი სექსუალური ცხოვრება, დროა დაამატოთ ფერტილობის გამაძლიერებელი საკვები თქვენს კვების რაციონში, რათა სასიხარულო ამბავი რაც შეიძლება მალე მიიღოთ. ეს პოსტი შეიცავს ნაყოფიერების საკვების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაორსულებაში.

რა არის ნაყოფიერების დიეტა? 

ნაყოფიერების დიეტა შეიცავს საკვებს, რომელიც აძლიერებს თქვენს რეპროდუქციულ სისტემას ოვულაციის რეგულირებით და ჩასახვის შანსების გაუმჯობესებით. ეს პროდუქტები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჰორმონალური ბალანსისთვის, სპერმის და კვერცხუჯრედის ჯანმრთელობისთვის. 

•    ბეტა-კაროტინი, ფიტონუტრიენტი, არეგულირებს ჰორმონებს და აუმჯობესებს ნაყოფიერების დონეს მამაკაცებში.
•    B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ოვულაციის პროცესს და თვითნებური აბორტის თავიდან აცილებას. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ჩვილებში ნერვული მილის თანდაყოლილი დეფექტების თავიდან ასაცილებლად. 
•    C ვიტამინი ხელს უწყობს პროგესტერონის შეწოვას ორგანიზმში და სასარგებლოა ლუთეინური ფაზის დარღვევების გამოსასწორებლად. 
•    D  ვიტამინი ხელს უწყობს ორივე პარტნიორის ნაყოფიერების გაუმჯობესებას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი დარღვევის მკურნალობაში, როგორიცაა საშვილოსნოს ფიბრომა და საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი, ასევე აუმჯობესებს სპერმის ხარისხს.
•    ვიტამინი E აუმჯობესებს კვერცხუჯრედისა და სპერმის სიჯანსაღეს.
•    რკინა ამცირებს ოვულატორულ უნაყოფობას. 
•    ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს სპერმის რაოდენობისა და მობილობის გაუმჯობესებას, ასევე საშვილოსნოში სისხლის მომარაგების გაზრდას.
•    ანტიოქსიდანტები ახდენენ უნაყოფობის პრევენციას და მკურნალობას.
•    თუთია და სელენი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. 
•    ცხიმით მდიდარ რძის პროდუქტებს შეუძლია შეამციროს ანოვულატორული უნაყოფობის რისკი.
ყველა ეს საკვები ნივთიერება უხვადაა ბოსტნეულში, ხილში, მარცვლეულში, თხილში და რძის პროდუქტებში. 

ნაყოფიერების გამაძლიერებელი საკვები პროდუქტების სია:


I. ბოსტნეული: ბოსტნეული ფოლიუმის მჟავისა და C ვიტამინის მდიდარი წყაროა. 

1. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: 
•    ისპანახი, სალათის ფურცლები და სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. 
•    ხელს უწყობს ოვულაციის პროცესს, კარგი ხარისხის სპერმის გამომუშავებას და ამცირებს სპონტანური აბორტის და ნაყოფის გენეტიკური დარღვევების შანსებს.
2. ბროკოლი:
•    არის C ვიტამინის და ფოლიუმის მდიდარი წყარო, რომლებიც აუცილებელია ოვულაციის პროცესისთვის.
3. ბრიუსელის კომბოსტო:
•    აქვს ფოლიუმის მჟავას მაღალი შემცველობა.
•    ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შენარჩუნებას და ზრდის სპერმის მედეგობას. 
4. კომბოსტო:
•    დიინდოლის მეთანის კარგი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ენდომეტრიოზისა და ფიბროიდების პრევენციას.
5. კარტოფილი:
•    გამომცხვარი კარტოფილი შესანიშნავი შენატანია თქვენს ნაყოფიერების დიეტაში.
•    მდიდარია C ვიტამინით და ეფექტურია ლუთეინური ფაზის დარღვევების სამკურნალოდ.
6. პომიდორი:
•    ლიკოპენის მდიდარი წყაროა.
•    ლიკოპენი ხელს უწყობს სპერმის რაოდენობის და სიჩქარის გაზრდას.
7. სტაფილო:
•    ბეტა-კაროტინის შესანიშნავი წყაროა.
8. ტკბილი კარტოფილი:
•    შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ასტიმულირებენ კვერცხუჯრედის გამოყოფას საკვერცხეებიდან და ხელს უწყობენ ლუთეინური ფაზის დარღვევების მკურნალობას. 

II. ხილი: ხილი არის ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყარო, რაც აუცილებელია ფერტილობის გასაზრდელად. 
9. ბროწეული:
•    C ვიტამინის კარგი წყაროა.
•    ხელს უწყობს ლიბიდოს გაზრდას.
10. ავოკადო:
•    მდიდარია ფოლიუმის მჟავით, E ვიტამინით, ბოჭკოთი, მინერალებით და აუცილებელი ცხიმებით.
•    ვიტამინი E ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შენარჩუნებას.
11. ბანანი:
•    ვიტამინი B6-ის და კალიუმის მდიდარი წყაროა.
•    ხელს უწყობს ნაყოფიერების გაუმჯობესებას ჰორმონების რეგულირებით და კვერცხუჯრედისა და სპერმის ხარისხის გაუმჯობესებით.
12. კენკრა:
•    ჟოლო და მოცვი მდიდარია ფოლატით და C ვიტამინით.
•    ზრდის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ფერტილობას.

III. არავეგეტარიანული საკვები: ამ ჯგუფში შედის ხორცი, თევზი და კვერცხი, რომლებიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყაროა.
13. კვერცხი:
•    მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ფოლიუმის მჟავით, ქოლინით და D ვიტამინით.
14. კრევეტები:
•    ეს ზღვის პროდუქტი გაჯერებულია B12 ვიტამინით.
•    ხელს უწყობს ენდომეტრიუმის გარსის გაძლიერებას და სპერმის რაოდენობის გაზრდას.
15. ხამანწკები:
•    ასევე B12 ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.
16. ორაგული:
•    მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით.
17. მჭლე ხორცი (ქათამი/საქონელი):
•    რკინისა და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა.

IV. რძის პროდუქტები: მდიდარია კალციუმით, სასარგებლო ცხიმებით და D ვიტამინით. რძის პროდუქტები აუცილებელი საკვებია ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. 
18. ცხიმით მდიდარი რძე:
•    მდიდარია კალციუმით და სასარგებლო ცხიმებით. 
19. ბერძნული იოგურტი:
•    კალციუმის, პრობიოტიკების და D ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.

V. მწვანილი და სანელებლები: ისინი ხელს უწყობენ ესტროგენების ბალანსის შენარჩუნებას.
20. პერუული მაკა:
•    ამინომჟავების და გლიკოზიდების კარგი წყაროა, რომლებიც ხელს უწყობს ლიბიდოს გაზრდას ორივე პარტნიორში.
21. კურკუმა:
•    მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
•    სასარგებლოა მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობისთვის.
22. ნიორი:
•    არის ნაყოფიერების გამაძლიერებელი სანელებელი, მდიდარია სელენით, ანტიოქსიდანტებით.
•    სელენი ხელს უწყობს სპერმის მობილობის გაზრდას. 
•    ხელს უწყობს ჩასახვის შანსების გაზრდას ოვულაციამდე ყოველდღე მიღების შემთხვევაში. 

VI. ზეთები და თესლი: ბოსტნეულის, ხილისა და ხორცის გარდა, თესლი და მათი ზეთები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩასახვის შანსების გაუმჯობესებაში. 
23. ზეითუნის ზეთი:
•    შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების შემცირებას და ორგანიზმში ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას.
•    აუმჯობესებს ნაყოფიერებას წყვილებში, რომლებმაც გაიარეს IVF პროცედურა (ინ-ვიტრო განაყოფიერება).
24. გოგრის თესლი:
•    თუთიის მდიდარი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს რეპროდუქციული სისტემის ჯანრთელობის შენარჩუნებას.
•    თუთია ხელს უწყობს ტესტოსტერონისა და სპერმის დონის გაუმჯობესებას და ზრდის სისხლის მიმოქცევას რეპროდუქციულ ორგანოებში.
•    ასევე ხელს უწყობს კვერცხუჯრედის მომწიფებას.
25. სელის მარცვლები:
•    მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით და ლიგნინებით. 
•    ლიგნინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიბროიდების ზომის შემცირებაში და ზრდის ნაყოფიერებას.
26. მზესუმზირა:
•    თუთიის მდიდარი წყაროა.
VII. ჩირი და თხილეული 
27. ნუში:
•    მდიდარია E ვიტამინით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით.
28. ნიგოზი:
•    აქვს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების, მაგნიუმის და ბოჭკოს მაღალი შემცველობა. 
•    ხელს უწყობს სპერმის მობილობის და სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას.

VIII. სხვა საკვები პროდუქტები:

29. თეთრი კინოა:
•    წარმოადგენს უგლუტენო მარცვლეულს. მდიდარია ბოჭკოთი, ფოლიუმის მჟავით, ცილებით და თუთიით.
30. ოსპი და ლობიო:
•    მდიდარია მცენარეული ცილებით, ბოჭკოთი და B ვიტამინით.
31. გადაუმუშავებელი მარცვლეული:
•    ყავისფერი ბრინჯი, ფეტვი, ქერი და ა.შ.
•    ბოჭკოს მდიდარი წყაროა და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ინარჩუნებს ფოლიუმის მჟავის დონეს.
32. ვირთევზას ღვიძლის ცხიმი:
•    ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავისა და D ვიტამინის მდიდარი წყაროა.

საკვები, რომელსაც უნდა მოერიდოთ:

თუ გეგმავთ ორსულობას, დარწმუნდით, რომ არ იღებთ საკვებს, რომელიც ამცირებს ჩასახვის შანსს.
•    პესტიციდების მაღალი შემცველობის მქონე საკვები, როგორიცაა მარწყვი, ისპანახი, წიწაკა ან ყურძენი, ამცირებს დაორსულების შანსს.
•    ზღვის პროდუქტები, როგორიცაა ხმალთევზა,  სკუმბრია, ზვიგენი შეიცავს ვერცხლისწყლის დიდ ოდენობას. ვერცხლისწყლის მაღალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა და მუცლის მოშლა. 
•    ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები, როგორიცაა გამომცხვარი, შემწვარი და დამუშავებული საკვები, იწვევს ოვულატორულ უნაყოფობას. 
•    ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ოვულატორული უნაყოფობა. ანალოგიურად, ნახშირწყლების ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უნაყოფობას ინსულინისა და ტესტოსტერონის დონეზე ზემოქმედებით. მარტივი ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიცაა შაქრიანი საკვები და დამუშავებული მარცვლეული, ზრდის სისხლში შაქრის დონე, რაც იწვევს ოვულატორულ უნაყოფობას. 
•    დიდი რაოდენობის კოფეინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი და  გაზარდოს უნაყოფობის რისკი.
•    სოიოს პროდუქტები შეიცავს ფიტოესტროგენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

სწორი საკვები ნივთიერებების მიღება ბევრ ჯანმრთელობის პრობლემას აგვარებს და მათ შორის ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. შეიტანეთ თქვენს კვებით რაციონში ვიტამინები და მინერალები, რომლებიც გაზრდის დაორსულების შანსებს. ასევე ამოიღეთ კვების რაციონიდან საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს დაორსულების შანსებზე. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გაიგოთ რომელი ტიპის დიეტა არის ყველაზე შესაფერისი თქვენს შემთხვევაში.

წყარო: momjunction.com