რა არის ყაბზობა?  

28-08-2021

რა არის ყაბზობა?  შესაძლოა თქვენს ჩვილს არ ჰქონდეს რეგულარული დეფეკაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მას ყაბზობა აქვს. ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ დრო მივცეთ ჩვილის ორგანიზმს, ჩამოაყალიბოს საკუთარი, ინდივიდუალური განრიგი.

ძუძუთი კვების დროს ყაბზობა იშვიათია. რატომ? იმიტომ რომ ყველა დედას აქვს ზუსტად ისეთი რძე, როგორიც თავის შვილს სჭირდება, ჩვილის ორგანიზმი კი რძის თითოეულ წვეთს იყენებს თავისი ორგანიზმის საშენ მასალად, სწორედ ამიტომ ძუძუთი კვების დროს ჩვილს შესაძლოა დეფეკაცია ჰქონდეს 8-10 დღეში ერთხელაც კი და ეს ნორმაა თუ განავალი თხელი კონსისტენციისაა. მთავარია შარდავდეს დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6-ჯერ.  

ფორმულა, დედის რძისგან განსხვავებით, რთული მოსანელებელია, არ შეიწოვება მთლიანად, ამიტომ ფორმულით კვების დროს ჩვილს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება.  თუ განავალი არის თხელი კონსისტენციის - ჩვილს არ აქვს ყაბზობა.  თუ განავალი არის სქელი კონსისტენციის- ჩვილს აქვს ყაბზობა.

  • ნუ გამოიყენებთ ოყნასა და გაზგამყვან მილს
  • დაუმასაჟეთ მუცელი თბილი ხელებით, ნაზად, საათის ისრის მიმართულბით
  • გააკეთებინეთ ველოსიპედის მსგავსი მოძრაობები  
  • ჩასვით თბილწყლიან აბაზანაში  
  •  6 თვის ასაკიდან გაამდიდრეთ მენიუ ხილითა და ბოსტნეულით, უპირატესობა მიანიჭეთ ქლიავსა და ბატატს. 

თუ ჩვილის 3-4 თვემდე ასაკისაა, არ ჰქონია დეფეკაცია 3,5,7 დღის განმავლობაში და განიცდის დისკომფორტს საღამოს საათებში, ეს უკავშირდება კოლიკას და არა ყაბზობას, დედების უმეტესობა მიმართავს ისეთ ხერხებს, როგორიცაა თერმომეტრით ანუსის გაღიზიანება, ოყნა, გაზგამყვანი და ა.შ, რაც კატეგორიულად არ შეიძლება!

წყარო: რეზიდენტი პედიატრი, ანა ბაღდავაძე