ჩვილ ბავშვთა კვების პრინციპები - 1 წლამდე

25-08-2021

პირველი წლის განმავლობაში ჩვილი იზრდება უფრო ინტენსიურად, ვიდრე მთელი დანარჩენი სიცოცხლის განმავლობაში. ძალიან მნიშნელოვანია, პატარას სასარგებლო, მრავალფეროვანი და ასაკისთვის შესაფერისი საკვები მივაწოდოთ. ამ ასაკში კვების სწორი ჩვევების ჩამოყალიბება მის მთელ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
ჩვილისთვის მთავარი საკვები დედის რძე ან ხელოვნური კვებაა. მყარი საკვები პატარას 4 თვის ასაკამდე არ უნდა მისცეთ, რადგან:
•    დედის რძე ან ხელოვნური კვება სრულიად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებებს.
•    ის ჯერ საკმარისად განვითარებული არ არის, რომ კოვზიდან მყარი საკვები მიირთვას.
•    მყარი საკვების ადრე მიცემამ შეიძლება ჭარბწონიანობა გამოიწვიოს.

რეკომენდირებულია, ჩვილებს, ბავშვებს და მოზარდებს მივცეთD ვიტამინის საკვები დანამატი. აუცილებელია, დაბადებიდან პირველივე დღეებში დავიწყოთ დღეში 400 საერთაშორისო ერთეულის ოდენობის D ვიტამინის მიცემა.

რეკომენდაციები ძუძუთი კვების დროს 1-12 თვემდე

სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე დედამ შვილი 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოკვებოს, მათ შორის ღამითაც. დედის პასუხი ჩვილის შიმშილზე უნდა იყოს სწრაფი, მშვიდი და ადეკვატური. თუ ბავშვი განერვიულდება და ყურადღება გაეფანტება, მას გაუჭირდება ძუძუზე მოჭიდება. 
•    ნორმალურია ჩვილს ღამით კვებისთვის ეღვიძებოდეს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
•    შეცვალეთ ძუძუ პერიოდულად და დარწმუნდით, რომ ერთი მხარე ბოლომდე დაიცალა, სანამ გადახვალთ მეორეზე.
•    კვებეთ ბავშვი სურვილისამებრ და არა რაიმე განსაზღვრული განრიგის მიხედვით. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვს რძე ჰყოფნის, აკონტროლეთ გამოცვლილი საფენების რაოდენობა და წონის ნამატი.
•    თუ ვერ ახერხებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვებას, გამოიწველეთ რძე და შეინახეთ. შენახვისას დაიცავით ტემპერატურულ რეჟიმი. გამოწველილი რძე შემდგომ შეგიძლიათ მისცეთ ჩვილს ბოთლით. თუმცა, არ დააძალოთ მას ბოთლის ბოლომდე დაცლა. ამან შეიძლება ჭარბწონიანობა გამოიწვიოს.
•    დედის რძეს სრულიად შეუძლია დააკმაყოფილოს ჩვილი, ტყუპებიც კი.

რეკომენდაციები ხელოვნური კვებისთვის 1-12 თვემდე
•    ბოთლით კვებისას ჩვილი გეჭიროთ ხელში.  ჩვილზე ბოთლის მიბჯენა საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის, ზრდის ყურის ინფექციების და კარიესის განვითარების რისკს.
•    დააკვირდით შიმშილის ნიშნებს, რომ მიხვდეთ, როდის და რამდენი აჭამოთ ბავშვს. გამოცვლილი საფენების რაოდენობა და წონის ნამატი გაჩვენებთ, საკმარის საკვებს იღებს თუ არა ბავშვი.
•    ხელოვნური საკვების მიღების რაოდენობა თანდათან შემცირდება, მას შემდეგ, რაც პატარა მყარი საკვების მიღებას დაიწყებს. თუმცა, 1 წლამდე ის, მაინც, საკვები ნივთიერებების მიღების მთავარ წყაროდ რჩება.
•    დაეკითხეთ ექიმს სანამ ბავშვს ხელოვნური კვებიდან ძროხის რძეზე ან მის ალტერნატივაზე გადაიყვანთ.

   
სასმელი
•    6 თვის ასაკამდე ჩვილებს რძე მიაწოდეთ ბოთლით და არა ჭიქით.
•    ხილის წვენი არ მისცეთ 1 წლამდე , წყალი კი 6 თვემდე 
•    რა მისცეთ ჩვილს შაქრით დამტკბარი სითხე

 

მყარი საკვები
პატარას მყარი საკვები 6 თვის ასაკიდან შესთავაზეთ. თქვენი პატარა მზადაა მყარი საკვების მისაღებად თუ:

  • შეუძლია წამოჯდომა დახმარების გარეშე.
  • პირს აღებს საკვების მოახლოებისას.
  • შეუძლია საკვების პირში გაჩერება და დაღეჭვა და არ აგდებს მას გარეთ.
  • შეუძლია საკვების გადაადგილება პირში ენით.
  • აბრუნებს თავს, თუ არ მოსწონთ შეთავაზებული საკვები.

•    მიაწოდეთ მყარი საკვები როცა მშვიდ გარემოშია, ზის გამართულად და არის ზომიერად მშიერი.
•    დაიწყეთ მცირე ულუფებით, აჭამეთ კოვზით ან ნება მიეცით თითებით ჭამოს, შემდეგ თანდათან გაზარდეთ ულუფა.
•    შესთავაზეთ პატარას მრავალნაირი ტექსტურის და გემო მქონე საკვები, არ შეზღუდოთ ის.
•    არ დაამატოთ მარილი ან შაქარი საკვებს. ეს ზრდასრულობისას სიმსუქნის განვითარებასთანაა ასოცირებული. პატარას შეიძლება რამდენიმე ცდა დასჭირდეს სანამ საკვებს მიიღებს და შეეჩვევა.
•    არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე. თაფლმა შეიძლება ჩვილებში ბოტულიზმი გამოიწვიოს.
•    არ შეზღუდოთ კვების რაციონში ცხიმი და ქოლესტერინი, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. ბავშვებს სჭირდებათ კალორიები, ცხიმი და ქოლესტერინი ტვინის და ზოგადად ნერვული სისტემის განვითარებისთვის. 

 

წყარო: hopkinsmedicine.org 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.