მეკონიუმი-ბავშვის პირველი განავალი

26-07-2024

მეკონიუმი ჩვილის პირველი განავალია. პირველადი მეკონიუმი  მუქი მწვანე წებოვანი სქელი მასაა, რომელიც შეიცავს აბსორბირებული ამნიონური სითხის ნარჩენებს, ნაღვლის პიგმენტებს, დაშლილ ეპითელიუმს და შესქელებულ ლორწოს.

პირველ 3-5 საათში მეკონიუმი სტერილურია, მოგვიანებით შეიძლება შეიცავდეს მიკროორგანიზმებს.
ახალშობილის ნაწლავები მეკონიუმისგან  დაბადებიდან 3-დან 19 საათის განმავლობაში თავისუფლდება.  

მეორე და მესამე დღეს მეკონიუმს ერევა განავალი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი მეკონიუმი განავლიდან ქრება. 
მეკონიუმის მჟავიანობა დაახლოებით 6 pH წარმოადგენს.
მეკონიუმში ეპითელური უჯრედების არარსებობა ახალშობილში შესაძლოა ნაწლავური გაუვალობის ნიშანი იყოს. მშობიარობის დასაწყისში ამნიონურ სითხეში მეკონიუმის შერევა კი საშვილოსნოსშიდა ასფიქსიაზე მიუთითებს. 

მეკონიუმი, განავალი,

ჯანმრთელი ახალშობილის კუჭის მოქმედება

მეკონიუმი (1-2 ჯერ დღეში, ძირითადად პირველ 12 საათში) ზეთისხილისფერი სქელი წებოვანი მასა, ნაღვლის პიგმენტი, დაშლილ ეპითელიუმი, შესქელებული ლორწო და სამშობიარო წყალი. 
გარდამავალი განავალი (3-5 დღე) 
მე-5 დღიდან ჩვეულებრივი განავალი (ბუნებრივი კვების დროს ყოველი კვების შემდეგ)
წლის ასაკში 1-2-ჯერ დღეში.