ამ თემაზე გვესაუბრებიან თბილისის BLOOM BABY-ის დამფუძნებლები ნინო და ლიკა.
BLOOM BABY CLASSES ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტ-ექსპერტის, სამი შვილის დედის, ვიქტორია ჯენინგსის მიერ დიდ ბრიტანეთში დაარსებული კომპანიაა.
BLOOM BABY სენსორული კლასებია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს, იზრდება და ვითარდება, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ ვართ ნინო და ლიკა, თანამოაზრე მეგობრები და ორივე უკვე ზრდასრული შვილების დედები. ბავშვების განვითარება და განათლება ყოველთვის უპირველესი პრიორიტეტი იყო და დღემდე ასე რჩება ჩვენთვის. ჩვენ უდიდეს სიხარულს გვანიჭებს ის ფაქტი, რომ BLOOM BABY კლასების გახსნის განხორციელების ძლიერმა სურვილმა უდიდესი როლი ითამაშა, საზღვარგარეთ 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ დავბრუნებულიყავით, მოგვეძიებინა ბავშვთა ადრეული განვითარების საუკეთესო პროგრამა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ჩვენს პირად წარმოდგენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელსაყრელი, ბედნიერი და უსაფრთხო გარემო პატარის ჯანსაღი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის.ასეთი ტიპის პროგრამები კი დიდი ბრიტანეთში და ზოგადად დასავლეთ სამყაროში გასული საუკუნის 60 იან წლებში შეიქმნა და დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით.
რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი BLOOM BABY კლასებზე?
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გააზრებული არჩევანი გავაკეთეთ და ბრიტანულ, გამოცდილ და მრავალი ჯილდოს მფლობელ კლასებს ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას, სადაც ყოველ აქტივობას საფუძვლად უდევს საგულდაგულოდ შესწავლილი მეცნიერული კვლევა. ჩვენი კლასები განკუთვნილია 0-15 თვემდე ასაკის პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის. იგი მიზნად ისახავს ბავშვის გრძნობის ორგანოების ფუნქციების განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა აქტივობის, სენსორული სათამაშოების და განათების საშუალებით. სპეციალურად BLOOM BABY-სთვის შექმნილი მუსიკა კი ხელს უწყობს მეტყველების ადრეული უნარების განვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც BLOOM BABY-ს გამოარჩევს სხვა პროგრამებისგან, არის მაკატონი - ნიშნებისა და სიმბოლოების ენა, რომელიც კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე. იდეები და აქტივობები, როგორიცაა მუცელზე წოლის დრო, მუსიკა, სენსორული თამაშები, მასაჟი და სხვადასხვა ტექსტურის მქონე საგნებთან შეხება, მშობლებს მარტივად შეუძლიათ გაიმეორონ სახლში.
ჩვენთვის კლასების ყველაზე საყვარელი ნაწილი კი თემის დროა, რომელიც ყოველ კვირას იცვლება და არასდროს მეორდება მთელი წლის განმავლობაში. თემის დრო პატარებს აზიარებს პირველი შობის სიხარულს, ამოგზაურებს ველურ ჯუნგლებში, შეასწავლის ოკეანის იდუმალ სამყაროს, გააცნობს უსაყვარლეს ფერმის ცხოველებს და კიდევ მრავალ სხვა შემეცნებით გამოცდილებას შემატებს მათ. ასევე, თემატური მომენტები ფანტასტიური შესაძლებლობაა მშობლებისთვის, რომ თემის შინაარსიდან გამომდინარე სხვადასხვა სახალისო აქსესუარებში გამოაწყონ პატარები და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები.
BLOOM BABY კლასების ფილოსოფია ჩვენთვის სწორედ ამიტომ არის ძალიან მომხიბლავი, რომ ჩვენი აქტივობები გულისხმობს მშობელისა და ბავშვის ერთობლივ ჩართულობას. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლა დაბადებიდან იწყება და მშობელი ბავშვის პირველი და უნივერსალური მასწავლებელია.
თანამედროვე ცხოვრების სტილი მშობელს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ბავშვის დაბადებიდან მუდამ თან ახლავს მშობლობას, დამღლელი ყოველდღიური რუტინა ოჯახში და გარეთ, ხშირ შემთხვევაში უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე. ჩვენი მხარდაჭერა კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მშობელი ხარისხიან, ნაყოფიერ 45 წუთს გაატარებს თავის პატარასთან; გაამყარებს მასთან ემოციურ კავშირს, რომელიც ამ ეტაპზე ჰაერივით საჭიროა ბავშვის არამარტო ინტელექტუალური და ფიზიკური, არამედ ემოციური და სოციალური განვითარებისთვის, ხოლო მომავალში მშობლის და ბავშვის ჰარმონიულ კავშირს ჩაუყრის საფუძველს და თავდაჯერებული, პოზიტიური პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ჩვენი კლასები ეხმარება მშობლებს, უკეთ გაიცნონ თავიანთი პატარები, აღმოაჩინონ მათი თანდაყოლილი უსაზღვრო პოტენციალი და ახლის შესწავლის სურვილი.
ჩვენი არანაკლები ზრუნვის საგანია აგრეთვე დედა და მისი პოსტნატალური კეთილდღეობა. ჩვენთან დედები შეხვდებიან თანამოაზრე მშობლებს, გაუზიარებენ ერთანეთს გამოცდილებას, ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც ყოველთვის თან ახლავს მშობლობას. გაიჩენენ ახალ მეგობრებს და აღმოაჩენენ მათთვის ბევრ სიახლეს.
ჩვენ უდიდეს სიხარულს გვანიჭებს ის ფაქტი, რომ BLOOM BABY კლასების გახსნის იდეის განხორციელების ძლიერმა სურვილმა უდიდესი როლი ითამაშა, საზღვარგარეთ 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში. ჩვენ პირადად ვატარებთ კლასებს, რომ პაწაწინა „მუხლუხოებთან“ და ცნობისმოყვარე „მოფუსფუსე ფუტკრებთან" ერთად ვიმოგზაუროთ მათი განვითარების ჯადოსნურ სამყაროში.
ჩვენ გთავაზობთ ორ ასაკობრივ ჯგუფს:
· მუხლუხოს კლუბი 0-6 თვე (ან როცა ბავშვი კარგად ზის)
· მოფუსფუსე ფუტკრების კლუბი 6-15 თვე (ან როცა ბავშვი თავდაჯერებულად დადის)
CATERPILLAR CLUB - მუხლუხოს კლუბის კლასები განკუთვნილია პატარებისთვის 4-6 კვირიდან 6 თვემდე. აქ მთავარი ყურადღება ეთმობა ისეთ აქტივობებს, რომლებიც ეხმარება პატარას კისრის კუნთების გაძლიერებას. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს თავის მყარად დაჭერის უნარების ჩამოყალიბებას და უბიძგებს პატარას უფრო დიდი ინტერესით დააკვირდეს გარე სამყაროს. მშობელთან ერთობლივი აქტივობები როგორიცაა სიმღერა , ცეკვა, ჩვენი კაშკაშა პარაშუტის ქვეშ მოციმციმე ვარსკვლავებთან თამაში საუკეთესო საშუალებაა პატარასთან ემოციური კავშირის გასაძლიერებლად. კლასი მთავრდება ნაზი ალერსიანი მასაჟით, რომელიც ბავშვს მშვიდი ძილისთვის ამზადებს.
BUSY BEES - მოფუსფუსე ფუტკრები-ინტერაქტიული , მუსიკალური კლასებია, რომლის მიზანია არამარტო ხელი შეუწყოს პატარების გრძნობის ორგანოების ფუნქციების წახალისებას და სხეულის ცნობადობის ამაღლებას, არამედ გაზარდოს მათი თავდაჯერებულობა და განუვითაროს სოციალიზაციის უნარები. აქტივობები ფოკუსირებულია ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარებაზე. კლასში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურად ბლუმ ბებისათვის შექმნილ მუსიკას, რითაც ვეხმარებით ბგერების აღქმის სტიმულაციასა და მეტყველების ადრეული უნარების ჩამოყალიბებას. ჩვენი გარემო მდიდარია სენსორული თვალსაჩინოებებით, როგორიცაა კაშკაშა ცისარტყელას და დამამშვიდებელი პარაშუტები. მოფუსფუსე ფუტკრების კლასში თქვენი პატარები ასევე ისწავლიან სოციალიზაციის ელემენტარულ უნარებს მათ თანატოლებთან ურთიერთობის მეშვეობით.
სპეციალურად BLOOM BABY კლასებისთვის შექმნილი მუსიკა და სიმღერების ტექსტები, კომპანიის შეკვეთით დამზადებული უსაფრთხო სენსორული სათამაშოები, ულამაზესი ფერადი თვალსაჩინოებები სწორედ იმ თბილ და ბედნიერ გარემოს ქმნის, რომელიც ასე საჭიროა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის და მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისთვის.
ეს არის ბავშვთა ადრეული განვითარების კლასები 0-6 და 6-15 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის;
• ნატიფი და უხეში მოტორული უნარების განვითარება;
• მეტყველების ადრეული განვითარება;
• განმავითარებელი და სენსორული თამაშები;
• ემოციური კავშირი პატარასთან და პოსტნატალური კეთილდღეობა;
• მრავალი ჯილდოს მფლობელი ბრიტანული პროგრამა;
• კლასები ადრეული განვითარებისთვის 0-6 და 6-15 თვემდე ასაკის ბავშვებისადა მათი მშობლებისთვის;
• მხიარულება და დაუვიწყარი ემოციები;
• მრავალფეროვანი თემები;
• ჯადოსნური და ფერადი სენსორული სამყარო;
• ფერადი განათებები;
• ორენოვანი გარემო;
• მიზნობრივად შექმნილი მუსიკა.
ჩვენს კლასებზე დაწვრილებითი ინფორმაციას იხილავთ ვებსაიტის, ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდებზე. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით. გელოდებით ბლუმის კლასებში!
Facebook
Instagram
Youtube
საიტი
მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. 13ჟ, შესასვლელი 1, აპ.1, დომუსი, იპოდრომი 2