ახალშობილთა სიყვითლის მიზეზები

28-05-2023

ახალშობილთა 80%-ზე მეტს სიცოცხლის პირველ კვირაში სიყვითლე უვითარდება.  უმეტეს შემთხვევაში, ეს არის საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებისადმი ადაპტაციის ნორმალური გამოვლინება, თუმცა ზოგჯერ სიყვითლე შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე მიუთითებდეს. სიყვითლე ფიქსირდება  ასევე დღენაკლულ ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა სათანადო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მკურნალობის ჩატარება. 

რა იწვევს სიყვითლეს?

ჩვილების უმეტესობა იბადება სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები) უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა საშვილოსნოს გარეთ სიცოცხლისთვის. დაბადების შემდეგ წითელი  უჯრედები ნადგურდება და გზას  უთავისუფლებს ყვითელ პიგმენტს, ბილირუბინს, რომელიც ცირკულირებს სისხლში. ღვიძლში მოხვედრის შემდეგ ბილირუბინი იცვლის ფორმას, გადადის ნაწლავებში და ჩვილის სხეულიდან განავალთან ერთად  გამოიყოფა. არის შემთხვევები, როდესაც  ახალშობილის ღვიძლს არ შეუძლია მთელი ბილირუბინის გადამუშავდება. მაშინ ჭარბი ბილირუბინი ჩალაგდება  კანში, კუნთებსა და ლორწოვან გარსებში, რაც იწვევს ვიზუალურ სიყვითლეს. ეს ნაკლებად შესამჩნევია მუქი ფერის კანზე.

ძუძუთი კვება და სიყვითლე

ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში სიყვითლე უფრო ხშირად ფიქსირდება  და უფრო დიდხანსაც გრძელდება. ბავშვებს, რომლებიც დაბადების პირველ დღეებში ნაკლებად იკვებებიან ძუძუთი,  სიყვითლე უფრო მძიმე ფორმებში უფიქსირდებათ, ხოლო იმ ახალშობილებს, რომლებიც ძუძუს ყოველ საათში ან ორ საათში ერთხელ მიირთმევენ, ეს მომენტი უფრო მსუბუქად გადააქვთ.  ჯანმრთელ ჩვილებში სიყვითლე შესაძლოაა ორი ან სამი კვირაც კი გაგრძელდეს. 

სიყვითლე, ბილირუბინი,

ჩვილს სამედიცინო დახმარება სჭირდება თუ: 

•    ახალშობილს სიყვითლე დაბადებიდან პირველი ორი დღე-ღამის  განმავლობაში გაუჩნდა;
•    სიყვითლე გრძელდება მესამე კვირის შემდეგ;
•    სიყვითლემ თავი   ბავშვის ავადმყოფობის ფონზე იჩინა;
•    ჩვილს აღინიშნება ხელების ან ფეხის გულების მოყვითალო შეფერილობა;
•    ჩვილს აქვს შავი, ყავისფერი ან მწვანე განავალი სიცოცხლის მე-5 დღის შემდეგ;
•    ფიქსირდება  დეჰიდრატაციის ნიშნები - დღეში ხუთზე ნაკლები სველი საფენი.

სიყვითლის მქონე ბავშვებს   ბილირუბინის დონის შესამოწმებლად რეგულარული სისხლის ანალიზების გაკეთება სჭირდებათ. 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცოცხლის ადრეულ დღეებში  ძუძუთი ხშირი კვება ხელს  უწყობს ჩვილის ორგანიზმს ბილირუბინის გამოდევნაში. 

არსებობს სხვადასხვა სახის სიყვითლე

სიყვითლე არასწორი კვების გამო - როგორც წესი, თავს იჩენს სიცოცხლის პირველ კვირას და თან ახლავს წონის მუდმივი კლება. ასეთი სახლის სიყვითლე, წესით, ორ კვირაში უნდა გაქრეს. 

დედის რძის სიყვითლე - აღნიშნული სახის სიყვითლე გრძელდება 2-დან 3 კვირის შემდეგ წონის ნორმალური მატებით და შეიძლება სამ თვემდეც კი გაგრძელდეს, ამ დროს არ არის საჭირო არანაირი მკურნალობა. თუ პირველი 3-4 დღის განმავლობაში ბილირუბინის დონე ნელა მატულობს, დიდი ალბათობით ბავშვს ნორმალური ფიზიოლოგიური სიყვითლე აქვს. ეს უვნებელი პროცესია, უფრო მეტიც, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ის შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ჩვილისთვის.

როდესაც სისხლში ძალიან ბევრი ბილირუბინია, ის შეიძლება მოხვდეს ტვინში და დააზიანოს ნერვული სისტემა. ბილირუბინის მაღალი დონე და სიყვითლე შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან. სისხლის ანალიზს შეუძლია ამის აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის გამომწვევი მიზეზისდროულად  აღმოფხვრას.

სიყვითლე, ბილირუბინი,

ფოტოთერაპია

ახალშობილთა სიყვითლის სამკურნალოდ ზოგჯერ ფოტოთერაპიას მიმართავენ, რომლის გავლენით იშლება ბავშვის კანში დაგროვილი ბილირუბინი და ის უფრო მარტივად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ბავშვი წევს ფოტო ნათურის ქვეშ, თვალები დაფარული აქვს დამცავი დოლბანდით. ჩვილი სპეციალური ნათურის ქვეშ ქვეშ ერთი-ორი დღე წევს,  მშობლებს მხოლოდ საჭმელად აჰყავთ.  როგორც კი ბილირუბინის დონე დაიწევს, ფოტოთერაპია საჭირო აღარ არის. ფოტოთერაპიის დროს  ბავშვის კვება და ხელში აყვანა შეზღუდულია. ასე რომ, თუ თქვენს შვილს ფოტოთერაპია დასჭირდა, მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ პატარასთან ახლოს და რაც შეიძლება ხშირად გამოკვებოთ ძუძუთი კვება. ბილირუბინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი პატარას ძილიანობა, ამ დროს ბავშვი უარს ამბობს ძუძუზე, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეცადეთ გამოიყენოთ ჩენი რჩევები და დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს. 

წყარო: La leche league