იხ. გაფრთხილებანი 4 თვემდე და 4-დან 8 თვემდე ასაკის ბავშვების მშობელთათვის.
თუ გაქვთ სათამაშოების სკივრი, დარწმუნდით, რომ მისი თავსახური უეცრად არ დაიხურება და ბავშვს არ დააშავებს.
ჩაკეტეთ კარადის ყველა კარი და უჯრა, რომელსაც კი შეიძლება მისწვდეს ბავშვი.
ცხელი ტაფა, ქვაბი, ჩაიდანი ისე დადგით, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს.
წამლები კარადაში ჩაკეტეთ. შეიძინეთ მედიკამენტები ისეთიშეფუთვით, რომელსაც ბავშვი ვერ გახსნის.
არასოდეს დატოვოთ ბავშვი აბაზანაში ან აუზში მარტო. ის შეიძლება დაბალ წყალშიც დაიხრჩოს. გარდა ამისა, შესაძლოა ონკანი მოუშვას და ცხელი წყლით მიიღოს დამწვრობა.
ყურადღებით იყავით, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ავადაა, წამლები შეიძლება ისეთ ადგილას დაგრჩეთ, რომ ბავშვმა იოლად ჩაიგდოს ხელში.
არასოდეს მისცეთ ბავშვს წამალი სიბნელეში. აანთეთ შუქი და აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი.
ნუ დატოვებთ ბავშვს ქოთანზე მარტოს.
ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას
ქუჩაში ყურადღება მიაციეთ მანქანებსა და სხვა ტრანსპორტს
წამლები და სხვა საოჯახო ნივთები ცალ-ცალკე შეინახეთ.
ნუ გამოიყენებთ ისეთ სუფრას, რომლის ბოლოები თავისუფლად არის ჩამოშვებული, ბავშვმა შეიძლება მოქაჩოს და მასზე დაწყობილი ნივთები ჩამოყაროს.
ეცადეთ არ ჩააცვათ ბავშვს ისეთი ქურთუკი, რომელთაც აქვთ თასმები. საშიშია სადმე გამოებას თასმა და გამოიწვიოს ბავშვის დაზიანება.
ერიდეთ ასევე თასმებიან ფეხსაცმელს, რომელიც შეიძლება მოყვეს მეტროში კარების დაკეტვისას ან ექსკალატორზე ასვლისას;
ეცადეთ ბავშვის ტანსაცმელი იყოს ყოველთვის ნათელ ფერებში, განსაკუთრებით საწვიმარები, რათა ბავშვი შესამჩნევი იყოს ნისლის, წვიმის თუ ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად;
ნუ გაუკეთებთ ბავშვებს გრძელ საყურეებს, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს თამაშის დროს სადმე გამობმა და ბავშვის დაზიანება;
“რყევითი ტრავმა”
დღითი დღე მზარდ პრობლემას წრმოადგენს ე.წ. “რყევითი” (შენჯღრევითი) ტრავმა. ახალშობილის თავის ქალა არის დიდი და მძიმე სხეულთან შედარებით, ხოლო კისრის კუნთები არ არის საკმაოდ განვითარებული და ამიტომ ვერ ხერხდება თავის ფიქსაცია. შენჯღრევის დროს ხდება თავის აქეთ-იქით მოძრაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავში სისხლძარღვების დაზიანება და ქალასშიდა სისხლჩაქცევა, რამაც შეიძლება ბავშვის სიკვდილამდეც კი მიგვიყვანოს. გართულების სახით შეიძლება განვითარდეს სიბრმავე, სიყრუე, კრუნჩხვები ან გონებრივი ჩამორჩენილობა,
ამიტომ ნურასდროს ნუ ეცდებით ბავშვის გართობას ასეთი უხეში მოძრაობებით, განსაკუთრებით დაძინების მცდელობისას.
წყარო: Unicef.org