ჩვილის თავის ფორმა

04-11-2022

ჩვილის თავის ფორმით, ვგულისხმობთ ესთეტიკურ მხარეს,  უკმაყოფილო ბევრი მშობელი არის ხოლმე. ჩვილის თავი ზოგჯერ ასიმეტრიულია, ზოგჯერ - ზედმეტად ოვალური, მსხლისებური და ა.შ. თუმცა ზრდასრულ ასაკში მსგავსი სახის პრობლემა ძალიან იშვიათია. რატომა ხდება ასე?იმიტომ, რომ ძირითადად, თითქმის ყოველთვის, ბავშვის თავის ფორმა ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება და ყალიბდება მშობლის ჩარევის გარეშე, თუმცა თუ მაინც განერვიულებთ ეს თემა და თვლით, რომ თქვენს შვილს გამოხატული პრობლემა აქვს, გირჩევთ მიმართოთ ექიმს. 

ჩვილის თავი, ახალშობილის თავის ფორმა,

ინფორმაციისთვის უნდა იცოდეთ, რომ ბრტყელი ან მოგრძო ან კიდევ სხვა ტიპის თავის ფორმა ან ასიმეტრია არანაირ გავლენას არ ახდენს თავის ტვინზე, შესაბამისად, არც ბავშვის ზრდა-განვითარებას აფერხებს. რაც შეეხება თავის ფორმის ჩამოყალიბების პროცესს მშობლის მიერ ნორმალური, ადკკვატური მოვლის პირობებში, რაც გულისხმობს სხვადასხვა გვერდზე წოლას, მასაჟებს, წყლის პროცედურებს, და ა.შ., ჩვილის თავის ფორმა ბუნებრივად ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ყალიბდება. 
თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე მხარე ზედმეტად ბრტყელია, უნდა შეზღუდოთ იმ მხარეს ზეწოლა, ანუ ძილის დროს უნდა დაადებინოთ თავი მეორე გვერდზე.  
არის შემთხვევები, როდესაც ექიმი მშობელს სპეციალური მუზარადის გამოყენებას ურჩევს, რომლის გამოყენება შესაძლებელია 4-6 თვის ასაკში. მუზარადი ჩვილს მუდმივად, 24-დან  23 საათი მაინც უნდა ეკეთოს. ასე ექიმი  ჩვილის ზრდასთან ერთად ამა თუ იმ მხარეს თავის ქალაზე ზეწოლას არეგულირებს.  

წყარო: ევგენი კომაროვსკი, 365 რჩევა სიცოცხლის პირველ წელს

ასევე დაგაინტერესებთ:

0-1 წლამდე ბავშვის აღზრდა განვითარება და საინტერესო თემები