არ გამოიყენოთ კისრის ტივტივა ჩვილ ბავშვებში: FDA მშობლებს აფრთხილებს

13-07-2022

არ გამოიყენოთ კისრის ტივტივა ჩვილ ბავშვებში!

 FDA (ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების უვნებლობის ადმინისტრაცია) გვაფრთხილებს!

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) აფრთხილებს მშობლებს, მომვლელებს და ჯანდაცვის პროვაიდერებს, რომ არ გამოიყენონ კისრის ტივტივა წყლის თერაპიის პროცესში, განსაკუთრებით ჩვილებში, რომლებსაც აქვთ განვითარების შეფერხება ან სპეციალური საჭიროებები, როგორიცაა სპინა ბიფიდა, ზურგის კუნთოვანი ატროფია ტიპი 1, დაუნის სინდრომი ან ცერებრალური დამბლა. ამ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი ან სერიოზული დაზიანება.
გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ჩვილებში კისრის ტივტივას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის დაძაბვა და დაზიანება.
კისრის ტივტივა არ არის შეფასებული FDA-ს მიერ და არ არის დაზუსტებელი მისი, როგორც ჰიდროთერაპიის დამხმარე საშუალების, ეფექტურობა და სარგებელი.

ცურვა, ჩვილი, ტივტივა, ბავშვი,
კისრის ტივტივა არის გასაბერი რგოლი, რომელიც თავსდება ბავშვის კისერზე და ეხმარება მას ცურვაში. როგორც წესი, კისრის ტივტივა განკუთვნილია ორი კვირის ასაკის ან დღენაკლული ჩვილებისთვის და გამოიყენება ბავშვის თავის დასაფიქსირებლად. მშობლები და აღმზრდელები ამ პროდუქტს ბავშვის ბანაობის დროს იყენებენ. კისრის ტივტივა ასევე ფიზიოთერაპიის დროს გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება ადრეული ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ჩვილებისთვის.

ზოგიერთი მწარმოებელი აცხადებს, რომ ეს პროდუქტი მხარს უჭერს წყლის თერაპიულ ინტერვენციებს განვითარების შეფერხების ან სპეციალური საჭიროებების მქონე ჩვილებში და რომ ამ პროდუქტის სარგებელი მოიცავს: კუნთების ტონუსს, მეტ მოქნილობას და მოძრაობის დიაპაზონს, ფილტვების ტევადობის გაზრდას, ძილის უკეთეს ხარისხს, ტვინის და ნერვული სისტემის სტიმულაციას. თუმცა, კისრის ტივტივას უსაფრთხოება და ეფექტურობა მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის ან როგორც ფიზიოთერაპიის დამხმარე საშუალება ოფიცალური წყაროების მიერ დადასტურებული არ არის.
ჩვილებში კისრის ტივტივას გამოყენება ზრდის სიკვდილის ან ტრავმის რისკს.

კისრის ტივტივას გამოყენების რისკები მოიცავს დახრჩობის კისრის დაზიანების გამო. სპეციალური საჭიროებების მქონე ჩვილები განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.  

წყარო: fda.gov