თუ ბავშვს უკბინა რომელიმე ცხოველმა – ძაღლმა, კატამ, თაგვმა, ვირთხამ და სხვ.
საჭიროა შემდეგი სახის დახმარება:
მწერის ნაკბენი
ფუტკრის და ბზიკის ნაკბენზე შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია – ნაკბენი მიდამოს შეწითლება, ქავილი, ტკივილი და მკვეთრი შეშუპება ან ზოგადი ალერგიული რეაქცია – სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, სისხლის წნევის დაქვეითება და იშვიათ შეთხვევაში ლეტალური გამოსავალი.
პირველადი დახმარება ადგილობრივი რეაქციის დროს
სასურველია ნესტარის ამოღება, ნაკბენი მიდამოს წყლით გასუფთავება, შეშუპების და ტკივილის შესამცირებლად ცივი კომპრესი, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება.
ზოგადი რეაქციის ან ალერგიული ისტორიის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ჰოსპიტალიზაცია.
ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში, ტკიპა აღმოჩნდება ბავშვის სხეულზე, არ შეიძლება მისი ძალით ამოგლეჯა კანიდან. კანზე ტკიპის მიდამოში უნდა დაედოს ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი.
20-30 წმ-ში ტკიპა თავად მოძვრება ან ხელით ადვილად მოსცილდება კანს. დაზიანებული ადგილი იოდით უნდა დამუშავდეს.
წყარო: ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი