1 წლის ბავშვი - რა უნდა იცოდეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს

21-05-2022

რა შეუძლია ბავშვს 1 წლის ასაკში? 

ამ ასაკში ბავშვების უმეტესობას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, სწავლობს სიარულს და პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვას,  პატარა სიმაღლეზე ცოცვას.

ამ ასაკში ბავშვებს ძირითადად 8 კბილი აქვთ, თუმცა შესაძლოა ზოგს ცოტა მეტი ჰქონდეს, ზოგს - ცოტა ნაკლებ, კბილების ამოჭრა ძალიან ინდივიდუალური პროცესია. ამ დროს მთავარია ბავშვს მშობლის ყურადღება არ მოაკლდეს. დღის ძილის ხანგრძლივობა მცირდება, ძირითადად ბავშვები დღეში ერთჯერად ძილზე გადადიან.

1 წლის ბავშვი, ძილი, განვითარება, სიარული, ხოხვა, დედა,

რაც შეეხება კვების რაციონს, იგი თანდათან მდიდრდება, ბავშვები იკვებებიან იმით, რასაც უფროსები მიირთმევენ. თუ ბავშვისთვის ჯერ არ მიგიციათ პატარ-პატარა ნაჭრები, ამ დროისთვის გირჩევთ შესათავაზოთ, ეს ყბა-სახის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ამ დროს სწავლობს ბავშვი ღეჭვას. 

რაც შეეხება ფსიქოლოგიას, ვითარდება „მე“. ბავშვი ცდილობს გამოეყოს დედას, მამას, გახდეს „მე“. სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზა ან ჟესტებით გამოხატავს - „მე მინდა“. ასევე ბავშვი ხშირად არის გაღიზიანებულ და აქვს თავისი ახირებები.  ეს გასაკვირი არ არის, ამ პერიოდს მეცნიერები 1 წლის ასაკის კრიზისს უწოდებენ. ამ დროს გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდების ყველაზე ეფექტური მეთოდი მშობლის სითბო და ალერსია, ჩახუტება. 

1 წლის ბავშვი, ძილი, განვითარება, სიარული, ხოხვა, დედა,

თამაშის დროს იყენებს სათამაშოებს მათი დანიშნულებისამებრ. 

რაც შეეხება ბაშვის აღზრდის პროცესს, ის უნდა იყოს რეგულარული და თანმიმდევრული. ეცადეთ მკაცრად გქონდეთ გაწერილი დღის რეჟიმი, რომელსაც ყოველდღიურად მიჰყვებით. ამ დროს ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის მისთვის აკრძალული და რა ნებადართული.  ეს წესები არ უნდა იცვლებოდს. 

მშობელი უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ბავშვთან, წაუკითხოს წიგნები, ხშირად ასეირნოს სუფთა ჰაერზე, დღეში 1-2 საათი მაინც, ეს ხელს შეუწყობს მისი იმუნიტეტის გაძლიერებას და გონებრივ განვითარებას. 

მშობლებმა პტივი უნდა სცენ პატარას სურვილებს, რამეთუ ამ ასაკში ბავშვს ძალიან კარგად ესმის, რა უნდა და რა არ უნდა, მაგალითად ზუსტად იცის, შია თუ არა, ბანანი უნდა თუ ვაშლი. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვის სურვილები გაითვალისწინოს. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომელიც ყოველდიღიურად დამოუკიდებელი ხდება. 

ამ ასაკში ბავშვი ცდილობს მიბაძოს უფროსს, ეს გაითვალისწინეთ და ეცადეთ მისთვის კარგი მისაბაძი მაგალითი იყოთ. 

ისიც გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი არ არის ვალდებული იცოდეს მაგალითად, 10 სიტყვა, ფერების გარჩევა და ა.შ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თუ მეზობლის ბავშვი უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე თქვენი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს პრობლემა აქვს. ეცადეთ ბავშვს გაამეორებინოთ ყველა საგნის სახელი - რაც შეიძლება ხშირად უნდა გააკეთოთ, ასე მისი შესაძლებლობები ბევრად სწრაფად განვითარდება. 

ასევე დაგაინტერესებთ: