გამოგწერეს სამშობიაროდან, მიხვედით სახლში და აქ იწყება მთავარი. შეიკრიბა ოჯახური საბჭო, დედ-მამა, ბებია-ბაბუები და დაიწყეს ბავშვის დათვალიერება, ახალშობილის ბავშვის დათვალიერება. მართალია, ექიმებმა თქვეს, რომ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა ბავშვი:
თუ სახლში აღმოჩნდით ბავშვის ახალშობილობის პერიოდში, ე.ი. 28 დღეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ჯანმრთელია და მას არაფერი სჭირს სანერვიულო, რამე სერიოზული პრობლემა რომ ჰქონოდა, სამშობიაროდან არ გამოწერდნენ. შევთანხმდეთ, რომ ამ მხრივ საქმე სანერვიულოდ არ გაქვთ.
პირველივე დღეს, საფენების გახსნისთანავე, შესაძლოა ბავშვის მდგომარეობამ დაგაფრთხოთ, ესეც იმაზეა დამოკიდებული, მერამდენე შვილია ის თქვენთვის, როგორ გააჩინეთ, რამდენი ხანი ელოდეთ და ა.შ. თუ ის თქვენი პირველი შვილია, ყველაფერი უცნაურად მოგეჩვენებათ - ხელები, ფეხები, ზომა, წონა, მოძრაობა. თუ მეორე ან მესამე და ა.შ., ადეკვატურად აღიქვავთ და მიხვდებით, რომ თუ სახლში ხართ ე.ი. ბავშვი კარგად არის.
საერთოდ ახალშობილების მშობლები პირობითად ორ კატეგორიად იყოფიან, ერთნი, რომელთაც ჰგონიათ, უფრო სწორად ღრმად დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი სილამაზე ცხოვრებაში არ უნახავთ და ალბათ ვერც ნახავენ და მეორენი, რომლებიც გამუდმებით ეძებენ რაღაც ისეთს, რასაც ყურდღების მიქცევა და მკურნალობა სჭირდება.
ჰოდა, გირჩევთ პირველ რიგში მოთოკოთ ემოციები, რისი გაკეთებაც დედას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება, თუმცა მამა ვალდებულია ეს მოახერხოს და მეუღლეც დაარწმუნოს, რომ სჯობს ახალშობილს ობიექტურად მიუდგეს. თავადაც აკონტროლოს თავი და ზედმეტად არ იწუწუნოს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბავშვს რამე ატკინოს ან მოტეხოს, რომ ბავშვი თითქოს ზედმეტად მსუქანი ან გამხდარია და ა.შ.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ნერვიულობა, საუკეთესო გამოსავალია დრულად მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ახალშობილთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია და ყველა ზემოჩამოთვლილი ნიუანსი ახალშობილისთვის დამახასიათებელი და ნორმალურია. კიდევ ერთი გამოსავალია წინასწარ გააფრთხილოთ ნათესავები თავი, შეიკავონ კომენტარებისგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მამის მთავარი მოვალეობაა ნებისმიერი გზით დაიცვას დედა ემოციური სტრესისგან.
წყარო: ევგენი კომაროვსკი, "თქვენი პატარას ცხოვრების დასაწყისი"
შემოგვიერთდით - თანამედროვე დედების კლუბში