რეკომენდაციები გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ

18-10-2021

უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რჩევები - როგორ მოვიქცეთ გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ. 

როგორც წესი, ვაქცინაციის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო არ არის. აცრის შემდეგ მშობელსაც და ბავშვსაც შეუძლიათ გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება შეზღუდვების გარეშე. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენ მიერ მოცემული რჩევა იქნება მხოლოდ რეკომენდაცია და არა აუცილებლად შესასრულებელი პირობა. 
პირველ რიგში მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ აცარს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენა. ნებისმიერი რეაქცია აცრის შემდეგ არის მიზეზი იმისა, რომ ბავშვი შეაფასოს ექიმმა და მხოლოდ მან გადაწყვიტოს, რა სჭირდება კონკრეტულ მომენტში ვაქცინირებულ ბავშვს.  ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბავშვს ცრის ერთი ექიმი, საპასუხო რეაქციაზე კი მკურნალობას მეორე ექიმი ატარებს. მშობელს არ აქვს უფლება, დაშორდეს ამცრელ ექიმს  იქამდე, სანამ დაწვრილებით ინფორმაციას არ მიიღებს, რომელი პრეპარატით აიცრა ბავშვი, რაზე აიცრა და ა.შ.  ყველაზე საშიში და საყურადღებო რეაქცია, როგორც წესი, აცრიდან 30 წუთში ვლინდება ხოლმე. ამიტომ გირჩევთ, აცრის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ამცრელი ექიმის სიახლოვეს დარჩეთ და არ დატოვოთ პოლიკლინიკა. არ არის აუცილებელი, ბავშვთან ერად გადაჭედილ კორიდორში იჯდეთ ნახევარი საათის განმავლობაში, 5 წუთის შემდეგ გირჩევთ დაწესებულების მახლობლად სუფთა ჰაერზე ისეირნოთ, რათა თავი აარიდოთ ხალხმრავლობას. სუფთა ჰაერზე სეირნობა აცრის შემდეგ ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა. 

კიდევ რამდენიმე საყურადღებო რეკომენდაცია მშობლებს:
არ აჭამოთ ბავშვს აცრიდან ერთი საათის განმავლობაში.
ეცდაეთ, ეს დრო მაქსიმალურად გაწელოთ. თუ მოახერხებთ და სამი საათი არ აჭმევთ, საუკეთესო ვარიანტი იქნება. დატვირთეთ სითხით, გაართეთ, ასეირნეთ. თუ აცრის შემდეგ ბავშვი ჭირვეულობს, გაიხსენეთ, რომ მხოლოდ შიმშილის გამო როდი ტირიან ბავშვები. რაც შეეხება ჰიგიენას, გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში, იქნება ეს დაბანა თუ სხვა რამ. საამისოდ არანაირ შეზღუდვა არ არსებობს.