როგორ მოვუაროთ ბავშვის თმას და ფრჩხილებს

11-09-2021

რეგულარული,  ხშირ შემთხვევაში კი ყოველდღიური თავის დაბანით მშობლებს ძალიან ხშირად შვილებზე გადააქვთ საკუთარი ჰიგიენური ჩვევები. როგორც წესი, ბავშვებს დიდებთან შედრებით ბევრად ნაკლები თმა აქვთ. სიცოცხლის პირველ წელს ჩვილები იშვიათად იჭუჭყიანებენ თავს, ვიდრე მათი მშობლები. ახალშობილის ფიზიოლოგიური თავისბურებები ყველაზე ხშირად სიცოცხლის პირველ 6 ვეში არის ხოლმე გამოხატული.

6 თვემდე ბავშვები საჭიროებენ თავის დაბანას სპეციალური, მათთვის განკუთვნილი თავის დასაბანი საშუალებებით არა უმეტეს ერთხელ კვირაში, თუმცა თვეში სამჯერ ამის გაკეთება აბსოლუტურად საკმარისია.

6 თვის ზემოთ კი დასაბანი საშუალებების გამოყენება დასაშვებია 5 დღეში ერთხელ, კვირაში ორჯერ, თვეში 6-ჯერ.
აღარ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ დასაბანი საშუალება უნდა იყოს ჰიპოალერგიული, უსუნო, განკუთვნილი სპეციალურად ახალშობილებისთვის.

იცოდეთ, რომ რაც ხშირად გამოიყენებთ ქუდს, მით მეტად გამოიწვევთ თავის გაოფლიანებას და აქედან გამომდინარე - მისი დაბანის აუცილებლობას. 
ძალიან მნიშვნელოვანია დაბანის დროს ბავშვს თმა ძალიან კარგად დაუსველოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუტანოთ დასაბანი საშუალება, ოღონდ არა პირდაპირ თმაზე, არამედ ჯერ ხელზე და მერე თმაზე. შამპუნიანი ხელით ბავშვს თავის კანზე ნაზად უნდა შეაზილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია დასაბანი საშუალების საგულდაგულოდ ჩამორეცხვა.  წყალი უნდა იყოს თბილი და გამდინარე, დიდი რაოდენობით.

მოზრდილ ასაკში ბავშვებში თავის დაბანის დროს ისტერიკები არცთუ იშვიათი მოვლენაა. მსგავსი შემოტევების თავიდან ასაცილებლად ოპტიმალური საშუალებაა ბავშვის დაბადებიდანვე თავის რეგულარულად დაბანა და ამ პროცედურით ბავშვისთვის სიამოვნების მინიჭება, ანუ ეს ახალშობილისთვის სასიამოვნო რუტინა უნდა იყოს.
დაბანის შემდეგ პრინციპულად მნიშვნელოვანია ბავშვის არა გამშრალება, არამედ შეშრობა. არ გააკეთოთ ეკონომია პირსახოცზე, ეცადეთ ის იყოს მაღალი ხარისხის, განსაკუთრებით კი - თავის გასამშრალებელი პირსახოცი. თმის საშრობის გამოყენება, ისიც ბავშვისთვის ოპტიმალურ ტემპერატურაზე, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში არის დასაშვები.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის თმას, არ უნდა დავივიწყოთ ვარცხნილობა. მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის შემდეგ ბავშვს თმა აუცილებლად უნდა შეჭრათ, რომ ასე თმის ხარისხი ბევრად უკეთესი იქნება. თანამედროვე მედიცინა ამ მოსზრებას არ იზიარებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თმის ხარისხი მთლაიანდ გენეტიკაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩვილის ფრჩხილებს, დავიწყოთ იმით, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრჩხილების მაკრატელი. პირველად გამოყენებამდე უმჯობესია მაკრატელი გაასტერილოთ 10-15 წუთის განმავლობაში. ყოველ მომდევნო ჯერზე საპნიან წყალში გავლება აბსოლუტურად საკმარისია. ფრჩხილების დაჭრა უმჯობესია აბაზანის შემდეგ, როდესაც ის დარბილებული იქნება. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ რაც უფრო მოწესრიგებული აქვს ბავშვს ფრჩხილები, ანუ ოპტიმალური ზომის, მით ნაკლებია მასში ჭუჭყის დაგროვების და ჩაზრდის ალბათობა. ეცადეთ, ფრჩხილი იყოს არც ძალიან გრძელი და არც ძალიან მოკლე.

წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“