გოგოებისა და ბიჭების ინტიმური ჰიგიენა - კომაროვსკის რჩევები

10-09-2021

ბიჭის სასქესო ორგანოს არავითარი სპეციალური ჰიგიენური პროცედურები არ სჭირდება. ბავშვის ამ ორგანოს ისევე უვლით როგორც მაგალითად მის ხელს ან ფეხს - რეგულარულად ბანთ თბილი წყლით და ჭუჭყის ხარისხიდან გამომდინარე - საპნით. მთავარი პირობა, რომელიც უკავშირდება როგორც ხელს, ფეხს, ისევე სასქესო ორგანოს, გახლავთ ის, რომ საპნის გამოყენების შემთხვევაში  საგულდაგულოდ უნდა დაიბანოს გამდინარე წყლით, რათა საპონი არ შეჰყვეს. 
არ არის საჭირო სასქესო ორგანოს სპეციალური დამუშავება  და სხვადასხვა უცნაური პროცედურების ჩატარება.
ერთი რამ კი ყველა მშობელმა კარგად უნდა დაიმახსოვროს. როგორც წესი, სასქესო ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები ბიჭებში წარმოიქმნება არა ჰოგიენური წესების არასრული დაცვით, არამედ ზედმეტი მზრუნველობით. ყველა დედას გირჩევთ, შეიკავოთ თავი, თუ ბავშვს არ აქვს პრობლემა შარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სასქესო ორგანი ნორმალურ მდგომარეობაშია და არავითარ ზედმეტ მანიპულაციას არ საჭიროებს.

არც გოგონას ჰიგიენასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე განსაკუთრებული და საყურადღებო პუნქტები - თბილი გამდინარე წყალი დეფეკაციის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ. ეს აბსოლუტურად საკმარისი პროცედურაა ნებისმიერ გოგონასთვის. იშვიათად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საბავშვო საპონი და ისიც მხოლოდ სასქესო ორგანოს გარეთა ნაწილის დასაბანად და არა შიდა ნაწილის, ეს აბსოლუტურად ზედმეტია და შეიძლება გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.  თუ მოხდა ისე, რომ დაბანის საშუალება არ გაქვთ, ჩვილებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი ხელსახოცები ჩვილებისთვის, რომელიც სერთიფიცირებულია პედიატრთა ასოცოაციის მიერ.
გოგონებში სასქესო ორგანოს პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს სამმა ფქტორმა: გადახურებამ, უხარისხო საფენებმა და საპნის ნარჩენებმა კანზე. 

 

წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“ გვ: 197