ახალბედა მშობლებისთვის ძილი შეიძლება მხოლოდ ოცნებებში არსებობდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძუძუთი კვებისთვის ღამეში რამდენჯერმე აღარ იღვიძებთ, შეიძლება მშვიდი ძილი თქვენი პატარის ძილის პრობლემებმა დაგირღვიოთ. იმისათვის, რომ ბავშვს ღამე უკეთ ეძინოს, პედიატრები ხშირად რელქსაციისთვის განკუთვნილ აქტივობებს გვირჩევენ, როგორიცაა თბილი აბაზანა. თუმცა, როდესაც არც ერთი მეთოდი არ ამართლებს, მშობლები ალტერნატიულ ხრიკებს მიმართავენ. ერთ-ერთი მათგანია თეთრი ხმაური.
მართალია, თეთრი ხმაური შეიძლება თქვენს პატარას ძილში ეხმარებოდეს, მაგრამ, მას სავარაუდო გვერდითი ეფექტებიც ახლავს თან.
ამიტომ მნიშვნელოვანია შევისწავლოთ თეთრი ხმაურის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, სანამ მის გამოყენებას დავიწყებდეთ.
თეთრ ხმაურს უწოდებენ ხმათა ნაკრებს, რომელიც გარემოში არსებულ სხვა ხმებს ფარავს. მაგალითისთვის, თუ ქალაქში ცხოვრობთ, თეთრი ხმაური შეგიძლიათ მანქანების ხმაურის გადასაფარად გამოიყენოთ. არსებობს სპეციფიკური ხმები, რომლებიც ძილის რეგულირებისთვის სასარგებლოა. ასეთია წვიმის ან ზღვის ხმა.
სპეციალური თეთრი ხმაურის დასაკრავი მოწყობილობებიც არის შექმნილი ჩვილებისთვის. მათ შორის ზოგი გულისცემის ხმას გამოსცემს. ის ემგავსება დედის გულისცემის ხმას, რომელსაც ნაყოფი მუცლადყოფნის დროს ისმენდა. 1990 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ თეთრი ხმაური ჩვილებს ჩაძინებაში ეხმარება. შეისწავლეს 40 ახალშობილი, რომელთა 80% თეთრი ხმაურის მოსმენისას პირველ 5 წუთში იძინებდა.
• თეთრი ხმაურის თანხლებით ჩვილებს შეიძლება უფრო სწრაფად ჩაეძინოთ.
• თეთრი ხმაური ბლოკავს სახლში არსებულ სხვა ხმებს.
• თეთრ ხმაურად გულისცემის მოსმენა ახალშობილებისთვის მანუგეშებელი და კომფორტულია.
თუკი თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენს პატარას გარეთ, ხმაურში ყოფნისას ადვილად ეძინება, მაშინ შეიძლება, მასთან თეთრი ხმაურის გამოყენება ეფექტური იყოს.
• პატარები დამოკიდებული ხდებიან თეთრ ხმაურზე და მის გარეშე ვეღარ იძინებენ.
• ყველა პატარა დადებითად არ პასუხობს თეთრ ხმაურზე.
• საჭიროა, უსაფრთხოების მიზნით, ხმის პარამეტრების მკაცრი დაცვა.
სამწუხაროდ, თეთრი ხმაური არ არის სრულიად უსაფრთხო და მას გარკვეული რისკები ახლავს თან:
თუ თეთრი ხმაურის ინტენსივობა აჭარბებს რეკომენდებულ ლიმიტს (რაც არის 50 დეციბელი), ჩვილს შეიძლება სმენის განვითარების დარღვევა გამოუვლინდეს.
ამასთანავე, შესაძლოა შეფერხება ჰქონდეს მეტყველებაშიც.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
• ხმაურის წყარო უნდა იყოს არანაკლებ 200 სმ-ით დაშორებული ბავშვის საწოლიდან!
• ხმის ინტენსივობა უნდა იყოს 50 დეციბელზე ნაკლები!
თუ თქვენს პატარასაც მოსწონს თეთრი ხმაური, გიზიარებთ რამდენიმე მათგანს.
წყარო: healthline.com