• ულუფა: 2 ჭიქა (480 გრამი)
• მომზადების დრო: 1 ½ საათი
• ასაკი: 6 თვე+
ინგრედიენტები
• 1 მწიფე ბანანი
• ¾ ჭიქა (180 მლ) ქოქოსის რძე ან სხვა მცენარეული წარმოშობის რძე
• 3 სუფრის კოვზი (42 გრ) ჩიას თესლი
• ¼ ჩაის კოვზი (1 გრ) დაფქული დარიჩინი (სურვილისამებრ)
• 1 მწიკვი დაფქული პეკანი (სურვილისამებრ)
• 1 მწიფე მანგო (სურვილისამებრ)
მითითებები
1. გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ბანანი. მოათავსეთ ის მინის ქილაში.
2. დაამატეთ ბანანს ქოქოსის რძე, ჩიას თესლი და საკმაზები. დაახურეთ ქილას თავსახური და შეანჯღრიეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს.
3. მოათავსეთ ქილა მაცივარში და დაელოდეთ სანამ თესლები ზომაში გაიზრდება და მიქსტურა გასქელდება - იდეალურია, თუ 1 ღამე დააყოვნებთ. თუ ამდენი დრო არ გაქვთ, დააყოვნეთ მიქსტურა სულ მცირე 1 საათით, შეანჯღრიეთ ქილა ყოველ 10 წუთში ერთხელ.
4. როცა პუდინგი მომზადდება, გადმოიტანეთ ჯამში.
5. თუ გსურთ, პუდინგს თავზე მოაყარეთ დაფქული პეკანი.
6. გარეცხეთ, გააშრეთ და გათალეთ მანგო. ამოაცალეთ კურკა და დაჭერით, დადეთ ჩიას პუდინგის გვერდით.
7. დართეთ ბავშვს ნება, მიირთვას დამოუკიდებლად, ხელებით და თავად განსაზღვროს რამდენს მიირთმევს.
შენახვის პირობები: პუდინგი შეინახეთ დახურულ კონტეინერში, მაცივარში, 1 კვირის განმავლობაში. დაჭრილი მანგო დახურულ კონტეინერში, მაცივარში ინახება 4 დღის მანძილზე.
რადგან ჩიას თესლს ნეიტრალური გემო აქვს, ის შეგიძლიათ თავისუფლად დაუმატოთ სხვადასხვა კერძს, რათა გაზარდოთ მათი სარგებლიანობა. ჩიას თესლი კარგად ეხამება როგორც ტკბილ კერძებს, მაგალითად, გრანოლას, ასევე მარილიან კერძებსაც, მაგალითად, კატლეტს და ღვეზელს. ჩიას თესლს თავის წონაზე 10-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის წყლის შეწოვა შეუძლია, ამიტომ ის ცხობისას კვერცხის მაგივრად გამოიყენება, პროდუქტების ერთმანეთთან შესაკავშირებლად. ჩვილი ბავშვისთვის შეგიძლიათ დამბალი ჩიას თესლები ფაფაში ან იოგურტში შეურიოთ. უფრო მოზრდილი ბავშვისთვის ჩიას თესლები შეგიძლიათ სმუზების გასასქელებლად გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ჩიას თესლის გამოყენებით პუდინგი გამოაცხოთ.
წყარო:solidstarts.com