სატაცური ლიმნით

08-05-2022

რეცეპტი: სატაცური ლიმნით

ინგრედიენტები:
•    225 გრამი სატაცური
•    1 სუფრის კოვზი (14 გრამი) ზეითუნის ზეთი
•    2 ჩაის კოვზი (10 გრამი) ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
•    გარეცხეთ სატაცური.
•    მოჭერით უხეში ბოლოები. 
•    დაჭერით სატაცური ასაკისთვის შესაფერისი ზომის ნაჭრებად ან თუ გსურთ შეინარჩუნეთ მთლიანი ღეროები. 
•    ორთქლზე მოამზადეთ სატაცური დარბილებამდე, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
•    სატაცური გადაიტანეთ თასში. მოასხით ზეთი და ლიმონის წვენი.
•    მოათავსეთ კერძი ბავშვის ჯამზე. დართეთ ბავშვს ნება თავად განსაზღვროს, თუ რამდენს მიირთმევს.
•    მიეცით ბავშვს ხელით კვების საშუალება. თუ გსურთ წაახალისოთ ჩანგლის გამოყენება, აიღეთ ჩანგლით საკები და დადეთ ჯამის გვერდით, რათა ბავშვმა სცადოს მისი აღება, ან მიაწოდეთ ის ბავშვს.
ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 2 დღის განმავლობაში. 
გემოების შეხამება:სატაცური უხდება სახამებლის შემცველ საკვებს, როგორიცაა კუსკუსი, ფრიკე, ხორბალი, ქინოა, მაკარონი, მეწამული კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და თეთრი კარტოფილი, ცილოვანი პრიდუქტები, როგორიცაა კვერცხი, თევზი, თხილეული, როგორიცაა ნუში, მიწის თხილი და კაკალი, სოკო. სატაცურის შეხამება შეგიძლიათ სხვა ბალახოვან ბოსტნეულთან, როგორიცაა არტიშოკი, ბროკოლი, ბარდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააძლიეროთ სატაცურის არომატი ლიმონის, ლაიმის ან ფორთოხლის წვენით, ყველი პარმეზანით და პომიდორით.

როგორ მოვამზადოთ სატაცური ბავშვებისთვის?

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მთლიანი სატაცურის ღეროები. თუ სატაცურს ორთქლზე მოამზადებთ ან მოხარშავთ მან შეიძლება სტუქტურა დაკარგოს და ბავშვს გაუჭირდეს მისი აღება, ამიტომ გაითვალისწინეთ სხვა მომზადების წესები, როგორიცაა გრილზე ან ტაფაზე შეწვა. სატაცურის ღეროები ფანტასტიკური საკვებია ორალურ-მოტორული უნარების, განსაკუთრებით ენის მოძრაობისა და ღეჭვის გასაუმჯობესებლად. იმისთვის რომ შეამციროთ გადაცდენის რისკი მომზადებული სატაცური გაჭერით სიგრძეზე, შემდეგ დაჭერით და შეურიეთ ისეთ საკვებს, როგორიცაა კვერცხი, მარცვლეულის სალათები და ბოსტნეულის პიურე. და გახსოვრეთ, სატაცურის მიღებამ შესაძლოა ბავშვის შარდს დამახასიათებელი სუნი მისცეს!

9-დან 18 თვემდე: ამ ასაკში ჩვილებს უვითარდებათ პინცეტის რეფლექსი (სადაც ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ხვდება), რაც მათ საშუალებას აძლევს აიღონ საკვების პატარა ნაჭრები. ამგვარად, კარგი დროა სატაცურის ნაჭრების ზომის შესამცირებლად.

18-დან 24 თვემდე: ამ ასაკში მეტი არჩევანი გაქვთ. სცადეთ გაზარდოთ ნაჭრების ზომა და მიართვათ ბავშვს მთლიანი სატაცურის ღერო, რათა ასწავლოთ პატარას კბენა და ღეჭვა (ან გადაფურთხება საჭიროების შემთხვევაში), ან შესთავაზეთ მას დაკეპილი სატაცური დამოუკიდებლად, შეზავებული მარტივი სანელებლებით, ან არეული რბილ საკვებში. დაახლოებით 18 თვის ასაკში ბევრი ჩვილი ასევე მზად არის უმი სატაცურის მისართმევად. 

წაიკითხეთ სრული ინფორმაცია სატაცურის შესახებ სტატიაში 

წყარო: solidstarts.com