მიწისთხილის და ვაშლის “საღებავი”

08-05-2022

რეცეპტი: მიწისთხილის და ვაშლის “საღებავი”
ინგრედიენტები:
•    1 ჩაის კოვზი გლუვი მიწისთხილის კარაქი (დამატებითი მარილისა და შაქრის გარეშე) 
•    ½ ჭიქა ვაშლის სოუსი დამატებითი შაქრის გარეშე
•    1 მწიფე ბანანი
•    1 ჩაის კოვზი დაფქული მიწისთხილი (უმარილო, უმი ან მოხალული) 
მომზადების წესი:
•    ათქვიფეთ მიწისთხილის კარაქი და ვაშლის სოუსი, სანამ არ გახდება გლუვი - საღებავივით!
•    ბანანი გაჭერით შუაზე სიგრძივად, აიღეთ ერთი ნახევარი და დაჭერით.
•    ამოსვარეთ ბანანის ნაჭრები დაფქულ მიწისთხილში.
•    ბავშვის წინ მოათავსეთ ბანანის ნაჭრები და არაქისის კარაქის „საღებავის“ თასი. აჩვენეთ პატარას, როგორ ჩაყაროს ბანანის ნაჭრები (ან მისი პატარა თითები) თასში და “დახატოს” მის წინ ზედაპირზე. 

გემოების შეხამება:
არაქისის მდიდარი არომატი ბევრ საკვებ პროდუქტს უხდება. მისი გემო აბალანსებს ისეთი ხილის ტკბილ და მჟავე არომატს, როგორიცაა ვაშლი, ბანანი, მანგო, პაპაია, ანანასი და მარწყვი. ის ასევე აძლიერებს ზოგიერთი ბოსტნეულის არომატს, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, ბოკ ჩოი, კომბოსტო, ნიახური, მწვანილი, მწვანე ლობიო და ისპანახი. დაფქული მიწისთხილის სოუსს შეუძლია დამატებითი მდიდარი არომატი შემატოს ცილებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა საქონლის, ქათმის და ცხვრის ხორცი, ზღვის პროდუქტები, როგორიცაა ორაგული, კრევეტები, ტილაპია ან კალმახი. ასევე შეგიძლიათ დაფქვილი მიწისთხილი მოაყაროთ ლაფშას, მაკარონს, ან ბრინჯს.

წაიკითხეთ სრული ინფორმაცია მიწისთხილზე - სტატიაში 

წყარო: solidstarts.com