მაყვლის და ბანანის პარფეი - რეცეპტი

18-06-2022

რეცეპტი: მაყვლის და ბანანის პარფეი

ინგრედიენტები:
•    1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
•    1/2 ჭიქა ახალი ან გაყინული მაყვალი
•    1/2 ბანანი
•    1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი

მომზადების წესი:

•    გარეცხეთ მაყვალი და გააშრეთ. მოათავსეთ  თასში.
•    დაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ ბერძნულ იოგურტს. 
•    კენკრას და იოგურტს დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი. 
•    პარფეი გადაიტანეთ ბავშვის თასში. ჩვილებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მყარი საკვების მიღებას, გამოიყენეთ თასი, რომელიც მაგიდაზე მაგრდება. მათთვის, ვინც მზად არის, დანა-ჩანგლის გამოყენებაში ივარჯიშოს, წინასწარ აიღეთ კოვზით დესერტი და მიაწოდეთ პატარას ან დადეთ დესერტიანი კოვზი თასის კიდეზე.

გემოების შეხამება

მაყვალი შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ასევე მჟავე. ამ ორ გემოს შეუძლია დააბალანსოს ჯანსაღი ცხიმების შემცველობის მქონე საკვები, როგორიცაა თხის ყველი და რიკოტა; თხილეული და ბურღულეული, როგორიცაა ნუში, შვრია და ქინოა; ხორცი, როგორიცაა იხვის და ძროხის ხორცი; და ყველა სახის ხილი, დაწყებული მსგავსი მჟავე არომატის მქონე სახეობებისგან, როგორიცაა ვაშლი, გარგარი, ანანასი, ქლიავი და მარწყვი, დასრულებული უფრო ტკბილი ხილით, როგორიცაა ბანანი, მანგო და ატამი.

წყარო: solidstarts.com