როგორ მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი მუდმივად ტელეფონშია ჩამძვრალი? 

09-07-2024

თუ შვილთან/შვილებთან მუდმივი ჩხუბი გიწვეთ ამა თუ იმ გაჯეტის გამო გირჩევთ შეცვალოთ მეთოდი და ჩხუბის ნაცვლად თანამშრომლობაზე გადახვიდეთ.


მოზარდი ყურსასმენებით, ჩაფლული ტელეფონში, რომელიც თითქმის არაფერზე რეაგირებს მართლაც ძალიან გამაღიზიანებელ სანახაობაა ნებისმიერი მშობლისთვის, არადა, მსგავსი სიტუაცია ყველა ოჯახში ნორმად არის ქცეული, რაც ძალიან ხშირად ჩხუბისა და სკანდალების მიზეზი ხდება ხოლმე.  
მეორეს მხრივ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ თუ მოზარდს ეძლევა საშუალება მუდმივად ხაზზე იყოს და კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან, ის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს. აბა დაფიქრდით, თავადაც ასე არ მოიქცეოდით ამ ასაკში? 

გაჯეტი, ტელეფონი, მშობელი, ფსიქოლოგია, ტელეფონი,


მშობელი კი ნერვიულობს იმაზე, რომ მუდმივად ტელეფონში თავჩარგული ბავშვი ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და ფსიქიკას. ცუდადა აისახება ეს მის სწავლაზეც. გარდა ამისა, სოციალურმა ქსელებმა შესაძლოა ბევრი პრობლემა წარმოქმნას მის ცხოვრებაში ისეთი, როგორიც არის მაგალითად არასასიამოვნო ნაცნობობა, ბულინგი და ა.შ. 


ბავშვთა აღზრდის სპეციალისტები მოზარდის მშობლებს აძლევენ რეკომენდაციას, რომ წინააღმდეგობის ნაცვლად უმჯობესია თანამშრომლობაზე გადავიდნენ და ისე აღმოფხვრან ეს პრობლემა. ეს მეთოდი ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე მშობლის დიქტატურა. ამისთვის კი საჭიროა პირველ რიგში ის, რომ მშობელმა დაიწყოს საკუთარ თავზე მუშაობა.

გაჯეტი, ტელეფონი, მშობელი, ფსიქოლოგია, ტელეფონი,


შეიცვალეთ ფსიქოლოგიური განწყობა
შეეგუეთ და გაითავისეთ ის ფაქტი, რომ რაც უფრო დიდია თქვენი შვილი მით ნაკლები ბერკეტი გაქვთ მის გასაკონტროლებლად, ეს ეხება როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტროლო თავად მოზარდს გადააბაროთ, რომ მან თავად მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები და არეგულიროს მისის ონლაინ აქტივობები. 


იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონტროლიდან ნდობამდე მიმავალი საკმაოდ რთული გზა პირველ რიგში უნდა ისწავლოთ საკუთარი რეაქციების გაკონტროლება ტელეფონში ჩაფლული მოზარდის დანახვის დროს. რამდენჯერაც საყვედური მიცემას და აზრის გამოხატვას დააპირებთ ამ დროს გირჩევთ გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ საკუთარ თავს. გააცნობიერეთ კიდევ ერთხელ, რამდენად გინდათ მუდმივად აკონტროლოთ მოზარდ ი და ყველაფერ ის, რასაც იგი აკეთებს. რამდენად მართებულია ამის გაკეთება? 
იყავით ცნობისმოყვარე და დაამყარეთ კონტაქტი
მოზარდთან ურთიერთობის მთავარი ფაქტორი ურთიერთობაა.

გაჯეტი, ტელეფონი, მშობელი, ფსიქოლოგია, ტელეფონი,

 

ეცადეთ იყოთ ცნობისმოყვარე და დასვათ მას შეკითხვები, რომელიც მისთვისაც აქტუალური იქნება, მაგალითად, რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებს უპირატესობას და რატომ, რა შეიძლება იყოს ამა თუ ომ ქსელი თუ პროგრამის დადებითი თუ უარყოფითი მხარე, რა მოხდება, მთელი დღე ტელეფონის გარეშე რომ იყოს და ა.შ. მუდმივად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს დისკუსია არ არის, რომ თქვენ ბავშვს ჭკუა კი არ უნდა დაარიგოთ და ასწავლოთ, უბრალოდ უკეთ უნდა გაუგოთ მას.მოზარდმა  არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს, რომ მის რომელიმე პასუხს სერიოზულად არ აღიქვამთ, არასწორად მიიჩნევთ და არ მოგწონთ. 


შეიმუშავეთ საერთო გეგმა
იმისათვის, რომ ბავშვმა თავად დაარეგულიროს საკუთარი სოციალური აქტივობა და მეორე მხრივ მინიმუმამდე დაიყვანოთ ამასთან დაკავშირებული რისკები შეიმუშავეთ საერთო გონიერი გეგმა. თითოეული პუნქტის განხილვის დროს მიეცით მოზარდს საშუალება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მხოლოდ საკუთარი აზრებით ნუ იხელმძღვანელებთ. 

გაჯეტი, ტელეფონი, მშობელი, ფსიქოლოგია, ტელეფონი,


აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება შემდეგ თემებს: 
სად, როდის და რამდე ხანს შეიძლება იჯდეს ტელეფონში, რათა ეს იყოს ადეკვატური და შესაფერისი მოქმედება. 
როგორ შეინარჩუნოს უსაფრთხოება ქსელში
რა უნდა იცოდეს სოც. ქსელებში აქტიურობის ეთიკის შესახებ
რისი დაპოსტვა შეიძლება და რისი არა
როგორ გაიგოს, რომელი ინფორმაცია არის სანდო და რომელი არა
მოზარდისადმი მსგავსი დამოკიდებულების წყალობით ის მიხვდება, რომ თქვენ მას ენდობით და აღიქვამთ როგორც ზრდასრულ, გონიერ და შეგნებულ ადამიანს. მსგავსი მიდგომა მისთვის ძალიან სასარგებლო და საჭიროა.

ეს მას თვითრწმენას შემატებს, რაც ასე მნიშვნელოვანი მის სამომავლო განვითარებისთვის.