აკლიმატიზაცია ბავშვებში: სიმპტომები, როგორ ავიცილოთ თავიდან

12-07-2024

აკლიმატიზაცია ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუების ბუნებრივი პროცესია, რომელიც ფიქსირდება ბავშვებში (და არა მხოლოდ) მათ მიერ გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლის დროს.
აკლიმატიზაცია ყველაზე მეტად 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არის გამოხატული. ამიტომაც ადრე პატარა ბავშვებთან ერთად მოგზაურობა არ იყო მიღებული. თუმცა, პედიატრია ერთ ადგილზე არ დგას, ვითარდება და ახლა ექიმები ბავშვებთან ერთად მოგზაურობაში ცუდს ვერაფერს ხედავენ, რა თქმა უნდა, სათანადო წესების დაცვის შემთხვევაში.
 

აკლიმატიზაცია, ბავშვები, ჯანმრთელობა, მოგზაურობა,


 რაში გამოიხატება აკლიმატიზაციის ნიშნები?

  • ტემპერატურის მატება 37-37,5-მდე;
  • შეიძლება თან ახლდეს ხველა ან სურდო;
  • ბავშვი ხდება ჭირვეული და გაღიზიანებული;
  • მადის დაქვეითება;
  •  ბავშვს უჭირს დაძინება და მოუსვენრად სძინავს;
  • ლეთარგია და ზოგადი სისუსტე;
  • გულისრევა და დიარეა, ან პირიქით ყაბზობა.

აკლიმატიზაცია, ბავშვები, ჯანმრთელობა, მოგზაურობა,

 როგორ განვასხვავოთ აკლიმატიზაციის ეს სიმპტომები ვირუსისგან, რომელიც ადვილად შეიძლება გადაედოთ ტრანსპორტში, თვითმფრინავში ან მატარებელში?

 

სიმპტომები ჩნდება უეცრად, ჩამოსვლიდან არა უადრეს 12 საათისა და არაუგვიანეს 2 დღისა. მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება იყოს სიმპტომატური, უფრო მძიმე შემთხვევებში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. აკლიმატიზაცია, როგორც წესი, ქრება  3-10 დღეში.
კლიმატის ცვლილების დროს სიმპტომების გაჩენა ან მისი არარსებობა