ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ ჩამორჩება შუბლის ქერქის განვითარება ტვინის დანარჩენი ნაწილების განვითარებას. რა არის ამის მიზეზი? ეს იმიტომ ხდება, რომ
შუბლის ქერქი ტვინის ყველაზე რთული სტრუქტურაა?
დიდი ალბათობით, არა. შუბლის ქერქი შეიცავს იმავე ნეირონებს და ნეიროტრანსმიტერ სისტემებს, როგორსაც ტვინის სხვა ნაწილები. ნეირონების სიმკვრივე და ნეირონთაშორისი კავშირების რაოდენობაც დაახლოებით იგივეა, რაც ქერქის სხვა უბნებში. ასე რომ, შუბლის ქერქის განვითარება სულაც არ არის უფრო რთული, ვიდრე ნებისმიერი სხვა სტრუქტურის.
ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტვინი, რომელსაც შეუძლია სწრაფად შექმნას შუბლის ქერქი, ხელიდან გაუშვებს ასეთ შესაძლებლობას. შუბლის ქერქის მომწიფების შეფერხება ევოლუციის დროს შერჩევის მოქმედებით არის განპირობებული.
შუბლის ქერქი ეტაპობრივად რომ მწიფდებოდეს ტვინთან ერთად, მაშინ არ იქნებოდა თინეიჯერულ ასაკთან დაკავშირებული სირთულეები, გაუცხოება, შფოთი, კრეატიულობა, ჩაკეტილობა.
ყველაფერი ეს ბუნებრივი და გარდაუვალია, თინეიჯერობის ასაკში ვიღაც ფუჭად ფლანგავს დროს უსარგებლო ცდებში, ვიღაც ჭკუას სწავლობს, ვიღაც კი კისერს იტეხს ამ ასაკთან თანმხლები დაუფიქრებლობის გამო.
ნაკლებად სავარაუდია, რომ შუბლის ქერქი იმიტომ ვითრდება შედარებით ნელა, რომ თინეიჯერებმა მოსწრონ ათასი სისულელის გაკეთება, მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ ტვინს შეეძლოს სათანადო მოსამზადებელი პერიოდის გავლა.
მართალია, რომ ტვინი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სჭიროა, თუმცა ეს არ ეხება შუბლის ქერქს.
შუბლის ქერქი ყველაზე მატად არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ იცვლება და ვითარდება ადამიანი და თუ როგორ ყალიბდება პიროვნებად.