შაქრიანი დიაბეტის ნიშნები ბავშვებში, რომელიც მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს

06-04-2024

დიაბეტი ზოგჯერ პროგნოზირებადია

მთელი პლანეტის თითქმის 10% დიაბეტით არის დაავადებული. სამწუხაროდ, ეს საბოლოო მაჩვენებელი არაა და დაავადებულთა რიცხი სულ უფრო და უფრო მატულობს. მათ რიცხვში არიან ბავშვებიც. მსგავს სიტუაციაში დამამშვიდებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ის მომენტი, რომ ამ დაავადების ნიშნების აღმოჩენის და სათანადო პროფილაქტიკური  ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტის, განსაკუთრებით მე-2 ხარისხის, თავიდან აცილება შესაძლებელია. 

რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, დიაბეტის თავიდან აცილება რომ შეძლოს? 

შაქრიანი დიაბეტი  ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ინსულინის (პანკრეასის ჰორმონის) აბსოლუტური ან ნაწილობრივი დეფიციტის და/ან მის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითების გამო სისხლში გლუკოზის დონე იზრდება.
I ტიპის დიაბეტის დროს ინსულინი საერთოდ არ არის და ორგანიზმი ქრონიკულ ჰიპერგლიკემიას - შაქრის მაღალ დონეს განიცდის. დიაბეტის ეს ტიპი შედარებით იშვიათია, ვლინდება ბავშვობაში ან მოზარდობაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასიმპტომურია.
II ტიპის შაქრიანი დიაბეტი  სისხლში გლუკოზის დონის ქრონიკული მატებაა (ჰიპერგლიკემია), რომლის დროსაც ორგანიზმს არ აქვს უნარი ფექტურად გამოიყენოს საკუთარი ინსულინი, რომელიც წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით. სხეულის უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ მცირდება. ითვლება, რომ ამ ტიპის დიაბეტი ყველაზე ხშირად ვითარდება ზრდასრულ ასაკში, 40 წლის შემდეგ, თუმცა ბოლო დროს ბავშვებშიც მოხშირდა. 

დიაბეტი, დიაბეტი ბავშვებში,

ჯანმრთელობასა და დიაბეტს შორის შუალედური ეტაპია ინსულინრეზისტენტობა - მდგომარეობა, როდესაც ინსულინი აღარ არის ეფექტური და ჭარბად გამოიმუშავებს პანკრეასს, მაგრამ გლიკემიური დონე კვლავ ნორმის ფარგლებშია.

დიაბეტის გამომწვევი მიზეზები

•    სიმსუქნე. პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი არის წონა. თუ ბავშვი იბადება 4,5 კგ-ზე მეტი წონით, ასეთ ბავშვებს ენდოკრინული სისტემის პრობლემების მიმართ ოდნავ მაღალი რისკი აქვთ. II ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების 95% ჭარბწონიანია და 80%-ზე მეტს კი კლინიკურად სიმსუქნე უფიქსირდება. ჭარბი წონის მიზეზი ყველაზე ხშირად ზედმეტი კვებაა, როდესაც ბავშვი იმაზე მეტ კალორიას მოიხმარს, ვიდრე წვავს. თუმცა არც სხვა ფაქტორებია გამორიცხული.
•    მწვავე ვირუსული ინფექციები. დიაბეტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ყბაყურამ, წითურამ, ჩუტყვავილამ, გრიპმა, წითელამ, ჰეპატიტიმა და სხვა დაავადებებმა. ვირუსი ანადგურებს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ინსულინს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც ვირუსები აქვს, ავტომატურად ემართება დიაბეტი, თუმცა თუ გენეტიკური ფაქტორი არსებობს, რისკი იზრდება, მაგრამ დროული ვაქცინაციით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. 
•    მეტაბოლურ დარღვევებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები: ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე.
•    გენეტიკური მიდრეკილება. როდესაც ბავშვს აქვს დაავადების მემკვიდრეობით მიღების შანსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორივე მშობელს აქვს დიაბეტი. I ტიპის შაქრიანი დიაბეტიც შედარებთ იშვიათად გადადის გენეტიკურად,  მეორე ტიპი კი უფრო ხშირად.
•    შაქრიანი დიაბეტის რისკის განვითარების რისკი მაღალია ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში, ასევე  მოზარდებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

რა უნდა გავაკეთოთ დიაბეტის პროფილაქტიკის მიზნით

მშობელმა უნდა დაარეგულიროს ბავშვის რაციონი. კვება უნდა იყოს დაბალანსებული. შეზღუდეთ დამატებული შაქრის რაოდენობა (შაქარი, სიროფი, თაფლი, ხილის წვენები და ყველაფერი, რაც ამ კომპონენტებს შეიცავს): არ შეიტანოთ იგი კვების რაციონში  2-4 წლამდე. დაიცავით შემდეგი წესები:
4-6 წელი - არაუმეტეს 19 გრამი დღეში. 
7-10 წელი - არაუმეტეს 24 გრამი დღეში.
10 წლიდან და მეტი - არაუმეტეს 30 გრამი დღეში. 
შეამცირეთ შაქრის შემცველი საკვების რაოდენობა: ტკბილეული, შაქრიანი სასმელები, რძის პროდუქტები, ზოგიერთი სახის პური და დამუშავებული ხორცი, სოუსები.

დიაბეტი, დიაბეტი ბავშვებში,
 

გაზარდეთ რაციონში  ბოჭკოვანი საკვები: ყოველ კვებას დაამატეთ ბოსტნეული, ხილი, მწვანილი; მთლიანი მარცვლეული უნდა სჭარბობდეს რაფინირებულ მარცვლეულს და მათგან დამზადებულ პროდუქტებს (თეთრი ბრინჯი და პური ცუდი არ არის, მაგრამ ის რაციონის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არ უნდა იყოს). 
შეიტანეთ რაციონში მცენარეული ცილა (პარკოსნები).იკვებეთ სწორად,  დაჯექით მაგიდასთან, არ მიირთვათ სასუსნავები, ტკბილეული და სხვა საკვები, თუ მშიერი არ ხართ. დაკავდით ფიზიკური აქტივობით - ის უნდა იყოს რეგულარული.საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან -  პედიატრ ენდოკრინოლოგთან.