გაციების და ვირუსების სეზონი კარზე მოგვადგა, შემოდგომა-ზამთრის სეზონთან ერთად. პატარების ხშირი ავადობის გამო მშობლებიც არანაკლებ გადაღლილები და დასტრესილები არიან. თაროებზე მატულობს წამლები, ინჰალატორი, თერმომეტრი და სხვა დამხმარე ტექნიკა კი მყარად იკავებს ადგილს ჩვენ გვერდით.
განსაკუთრებით ნერვიულობენ მშობლები, როდესაც პატარას ტემპერატურა აქვს. თუმცა ამ დროს ყველაზე მთავარია მობილიზება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში კი, ტემპერატურის სწორად გაზომვა, რომ გვქონდეს სწორი ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობაზე და შემდგომი ნაბიჯებიც მართებულად გადავდგათ. ხშირად ეს პირველი ეტაპია ხოლმე ყველაზე რთული - ან თერმომეტრი არ ზომავს სწორად, ან ბავშვი არ იჩერებს საზომს, უარესად ისტრესება და ღიზიანდება.
საბედნიეროდ, დღეს 21-ე საუკუნეა და მშობლების ცხოვრება ტექნიკურად მაინც არის ცოტათი გაუმჯობესებული და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გარკვეული სირთულეების აცილება მაინც შეიძლება. მაგალითად, უკვე შესაძლებელი გახდა, რომ ძალიან მარტივად, უმტკივნეულოდ და უსაფრთოხდ გავუზომოთ ბავშვს ტემპერატურა, თანაც - დავზოგოთ მშობლის და ბავშვის ნერვული სისტემა.
ტემპერატურის უწყვეტი მონიტორინგი მაშინ, როცა პატარას ვირუსი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობისთვის.
ამისთვის მოიგონეს სწორედ მარტივი და ეფექტური საშუალება - კანზე დასაკრავი სმარტ თერმომეტრი, რომელიც შეუცვლელი დამხმარეა მათთვის, ვისაც სახლში პატარა ჰყავს. დასაკრავი თერმომეტრი პატარას ხელს არ უშლის თავისუფლად გადაადგილებაში. მუდმივად ატყობინებს მშობელს ტემპერატურის ცვლილების შესახებ, მშობელს აღარ უწევს ღამით ადგომა და ტემპერატურის შემოწმება, რადგან სმარტ თერმომეტრი ერთგვარი მაღვიძარაა, პატარა ცვლილებაზეც კი გამოსცემს სიგნალს და მშობელს ატყობინებს ცვლილების შესახებ. ამ „ჭკვიან“ თერმომეტრს პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი AGU Baby სთავაზობს თავის მომხმარებლებს. ტემპერატურა ყოველ 4 წამში ერთხელ იზომება, აქვს მოსახერხებელი ზომა (38x38x7მმ), არ აწუხებს ბავშვს, ზუსტია და სტაბილური (ცდომილება ±0.1°C).
SMART სტიკერი ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება AGU-ს მობილურ აპლიკაციას და საშუალებას გაძლევთ, საკუთარ ტელეფონში აკონტროლოთ თქვენი შვილის ტემპერატურა დღისით თუ ღამით. აპლიკაციაში ტემპერატურის ცვლილება გრაფიკულად აისახება დროში და როცა მაღალ ნიშნულს აღწევს, შესაბამის სიგნალს იძლევა.
გარდა ამისა, აპლიკაციაში შესაძლებელია ბავშვის დღიურის შექმნა, სადაც შეინახავთ კომენტარებს, ინფორმაციას მედიმკამენტების მიღების შესახებ, აღწერთ ბავშვის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, მარტივად გაუზიარებთ ექიმს.
აი, როცა უკვე ტემპერატურას სწორად და უსტრესოდ, უმტკივნეულოდ გავზომავთ და დავრწმუნდებით, რომ ბავშვს სიცხე აქვს, შემდგომი ნაბიჯებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი ექიმის ევგენი კომაროვსკის რჩევებს, თუ რა არ უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ტემპერატურა:
• ამ დროს უმჯობესია შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სხეულის გათბობას. ანუ ავადმყოფმა კი არ უნდა ირბინოს და იხტუნაოს, უნდა ათვალიეროს ნახატები და იკითხოს ზღაპრები, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში.
• საკვები უნდა მიიღოს მადის მიხედვით, უმეტესად ნატურალური, კონსერვანტების და ქიმიური დანამატების გარეშე.
• ბევრი წყალი დაკარგული სითხის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. სასმელის ოპტიმალური ტემპერატურა სხეულის ტემპერატურის თანაფარდია. ყველაფერი, რაც იწვევს სითხის დაკარგვას, რაღა თქმა უნდა, ართულებს მდგომარეობას.
• სითხის დამატებით დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გამომშრალი ჰაერია. ყოველთვის ეცადეთ, აკონტროლოთ ჰაერის ტენიანობა და გქონდეთ მაჩვენებელზე 40-70%. გრილი და სუფთა ჰაერი ავადმყოფი ბავშვის საუკეთესო მეგობარია. ბავშვის ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.
საკმაოდ პოპულარულია სიცხიანი ბავშვის ცივი წყლით დაზელა, თუმცა ამ დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ტემპერატურის უნდა იყოს წყალი, რომ ბავშვის მდგომარეობის გართულება არ გამოიწვიოს. 36 გრადუსი ამ დროს წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ამ პროცესს ბავშვი უმტკივნეულოდ გადაიტანს. დაზელვამდე ბავშვის ხელ-ფეხი უნდა შეამოწმოთ და ნახოთ, ცივი ხომ არ აქვს. თუ ცივი ხელ-ფეხი აქვს აუცილებლად დაუთბილეთ. იცოდეთ, სიცხის დასაწევად ყველაზე კარგი საშუალება ოფლის მოდენაა, ამის შემდეგ გამოუცვალეთ ტანსაცმელი, კარგად გაამშრალეთ და გაახვიეთ მშრალ სახვევში, ჩააწვინეთ და დამშვიდდით, სიცხე აუცილებლად დაიწევს. არასდროს დაზილოთ ბავშვი ძმრით ან სპირტით, არავითარ შემთხვევაში და არც არავის მისცეთ ამის გაკეთების საშუალება. იცოდეთ, ამ სახით სპირტი ბავშვის ორგანიზმში, პირდაპირ სისხლში შეიწოვება.
ეს გახლავთ ტემპერატურის დარეგულირების პირველი ეტაპი, რაც ამის გაკეთებას წამლების გარეშე გულისხმობს, თუ ეს ეტაპი გაიარეთ და შედეგი არ გაქვთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მეორე ეტაპზე, ანუ ტემპერატურის დარეგულირებაზე ახლა უკვე მედიკამენტოზური ჩარევით და აუცილებლობის შემთხვევაში - ექიმი გამოიძახოთ.
Agu baby - ინოვაციური შვეიცარიული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ აქ