დროულად დაწექით დასაძინებლად - ზრდასრულ ადამიანს 7-8 საათი ძილი სჭირდება. დასვენების სწორედ ეს პერიოდი იძლევა საშუალებას, შეინარჩუნოთ მაღალი პროდუქტიულობა და ამცირებს ამა თუ იმ დაავადების რისკს. დღის რეჟიმი მხოლოდ სიტყვები როდია. თუ დასაძინებლად ერთი და იმავე დროს დაწვებით, ძალიან მალე თქვენი ორგანიზმი ამას მიეჩვევა და საჭირო დროს ავტომატურად დაგეძინებათ. სხვა საქმეა, როდესაც დროულად დაძინებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხებთ, მაგალითად რაიმე საინტერესოთი ხართ დაკავებული, ამ დროს მაღვიძარა დაგეხმარებათ. დააყენეთ მაღვიძარა ერთი საათით ადრე, რათა შეგახსენოთ, რომ მალე ძილის დროა და რუტინის ნაწილის შესრულება მაინც მოასწროთ.
ვარჯიში
საკმარისია ვარჯიშს რეგულარულად დაახარჯოთ გარკვეული დრო, რომ შედეგს აუცილებლად ნახავთ. ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, კოგნიტურ უნარებს, გაძლევთ საშულებას შეინარჩუნოთ კუნთების სიმკვრივე და იყოთ ბევრად მოქნილი და მოხერხებული.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აუცილებლად ითვლებოდა დღჩეში 10 000 ნაბიჯი. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ეს მაჩვენებელი შეარყია, თუმცა დასკვნა ერთია - ფეხით სიარული სასარგებლოა, ამიტომ ეს რეგულარულად უნდა აკეთოთ. სიარული ეხმარება ადამიანს სტრესთან ბრძოლაში, აუმჯობესებს მხედველობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
არ არის საჭირო უეცრად წამოხტეთ სავარძლიდან და გაემართოთ 20 კმ.-ის გასავლელად. თქვენი მთავარი ამოცანაა, დღეს იმაზე ეტი იმოძაროთ, ვიდრე გუშინ. ამის გაკეთება ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც, იმიტომ, რომ ამაში ჯადოსნური არაფერია - იმისათვის, რომ იარო, უნდა იარო.
თუ 2 კმ-ის გასავლელად მანქანას ყიდულობთ, ან მეზობელ კვარტალში გადასასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ, ე.ი. თქვენ სიარულის საშუალებას იკლებთ.
ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ცილები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები და ცხიმები. ყველაფერი ეს ადამიანმა ბალანსირებული კვებით უნდა მიიღოს. საკვები უნდა იყოს ბალანსირებული და მრავალფეროვანი, სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, თუ ყოველდღიურად მხოლოდ მოხარშულ ქათმის მკერდს მიირთმევთ კიტრთან ერთად, ეს არ არის სწორი კვება. თქვენი კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბისტნეული, ბურღულეული, რძის პროდუქტები, კარაქი, ხორცი და ა.შ. ასეთი სახის კვება დაგეხმარებათ, იყოთ ჯანრთელი და ენერგიით აღსავსე. ჯანმრთელ საკვებს ძალიან ხშირად უგემურად მიიჩნევენ, თუმცა ასე არ არის. თუ საქმეს ფანატიზმის გარეშე მიუდგებით, აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა იკვებოთ ჯანსაღად და თან გემრიელად. რაც უგემურად გეჩვენებათ, იმან თქვენი კვების მხოლოდ 20% უნდა შეადგინოს და არ უნდა მოიცავდეს მთელ თქვენს რაციონს. დაიწყეთ საკვების თავად მომზადება, რათა მარტივად შეძლოთ იმის კონტროლი, რას და რამდენს მიირთმევთ. თან წაიღეთ საკვები, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ სადილი შოკოლადით არ ჩაანაცვლოთ. იმისათვის, რო საკვები არ იყოს ერთფეროვანი, მენიუ წინასწარ დაგეგმეთ და გაამრავალფეროვნეთ. იმოქმედეთ ეტაპობრივად, ნელ-ნელა, ერთ დღეში ნუ შეცვლით თქვენი დღის რაციონს. გაგიჭირდებათ.
იმისათვის, რომ თავის ტვინს ახალგაზრდობა შეუნარჩუნოთ, ის უნდა დატვირთოთ და ამუშავოთ. იმისათვის, რომ პროცესი უფრო ეფექტური იყოს, დროდადრო სცადეთ ახალ-ახალი რაღაცები, ეცადეთ ნაცნობი ამოცანები სხვადასხვა გზით ამოხსნათ. ტვინის ერთ-ერთი ეფექტური სავარჯიში კითხვაა. კითხვა ადამიანს სტრესთან გამკლავებაშიც ეხმარება. ასე რომ, წიგნები ანელებს ტვინის დაბერების პროცესს.
დღეში 15 წუთი მაინც გამოყავით რაიმე ახლის წასაკითხად და სასწავლად. ისწავლეთ უცხო ენები, ახალი სიტყვები, ასევე ძალიან კარგია რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა.
ერთი შეხედვით ჯანმრთელობა და ფინანსები ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა ფინანსური პრობლემები ზრდის სტრესს და კონფლიქტებს ოჯახში. ეს კი დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, თუ დანაზოგი არ გაქვთ, საჭიროების შემთხვევაში ექიმთანაც ვერ მიხვალთ დროულად. მაგალითად, თუ ნახევარი წლის წინ კბილს მხოლოდ დაბჟენა სჭირდებოდა, ნახევარი წლის შემდეგ ის უკვე ამოსაღები იქნება.
იმისათვის, რომ აკონტროლოთ ფინანსები, უნდა დააფიქსიროთ ზუსტად რაში და რამდენს ხარჯავთ. როდესაც ამ ხელოვნებას დაეუფლებით, გადადით ბუჯეტის დაგეგმვაზე, ჯერ ერთი თვის, შემდეგ ერთი წლის. დიახ, ფულის კონტროლი მოსაწყენი, თუმცა სასარგებლო საქმიანობაა.