რა არის მარილის ოთახი, რომელსაც მკურნალობის უნივერსალურ მეთოდად მიიჩნევენ და საქართველოშიც ფუნქციონირებს

16-05-2023

დღეს ხშირად გაიგონებთ ჰალოთერაპიის (მარილით მკურნალობის) შესახებ, რომელიც უნივერსალურ მეთოდად მიიჩნევა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიმართავს მკურნალობს ამ მეთოდს. მარილით მკურნალობას დიდი ხნის ისტორია აქვს, კერძოდ შუა საუკუნეებში, ევროპელი ბერები სასუნთქი სისტემის და კანის დაავადებების მქონე ავადმყოფებს ათავსებდნენ მარილის მაღაროებსა თუ მღვიმეებში და იქ მკურნალობდნენ მათ, რადგან შემჩნეული ჰქონდათ ასეთი ადგილების  ჰაერის დადებითი მოქმედება ავადმყოფებზე.ამ ეფექტის მეცნიერული შესწავლა და დასაბუთება კი მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა, კერძოდ, პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოჩკოვსკიმ, რომელიც მაღაროებში მომუშავე მუშების ჯანმრთელობას იკვლევდა, შეამჩნია, რომ ისინი  არ ავადდებოდნენ სასუნთქი სისტემის დაავადებებით და სხვა საწარმოებში დასაქმებულებთან შედარებით უკეთესი ჯანმრთელობით და სისცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩეოდნენ.

პირველი კლინიკა უშუალოდ ყოფილ მარილის მაღაროში გაიხსნა პოლონეთში და შემდეგ სოლოტვინოში,უკრაინაში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიოდნენ პაციენტები ვისაც სასუნთქი სისტემა, კანის დაავადებები და ალერგიები აწუხებდათ. მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ, მეცნიერები და ექიმები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ასეთი სივრცის ხელოვნურად შექმნაც შეიძლებოდ, ასე გაჩნდა ხელოვნური მარილის მღვიმე, ანუ მარილის ოთახი.  

ჰალოთერაპია არის არამედიკამენტოზური, ფიზიოთერაპიული პროცედურა. არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და რაც მთავარია არ აქვს არანაირი უარყოფითი გვერდითი მოვლენები. სამკურნალო საშუალება არის მხოლოდ მარილის მშრალი,მაღალდისპერსული აეროზოლი. თვითონ ოთახი იმეორებს ბუნებრივი მარილოვანი მღვიმის პირობებს,ის მთლიანად დაფარულია მარილით. ეს მარილი სპეციალურად ამ ოთახისთვის იქნა ჩამოტანილი ჰიმალაის მარილის საბადოებიდან.

მარილის ოთახი პაციენტების კომფორტისთვის შეიქმნა და უკვე მრავალი ათეული წელია ამტკიცებს თავის ეფექტურობას. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და რამდენიმე წელია, საქართველოშიც წარმატებით ფუნქციონირებს მარილის ოთახი. 
 

სწორედ ჰალოთერაპიის ეფექტურობაზე და იმაზე, თუ საქართველოში სად და როგორ შეგიძლიათ ამ უნიკალური მკურნალობის მეთოდის გამოცდა, გვესაუბრება ნინო ბერიძე, მარილის ოთახის მენეჯერი. 

- ძალიან ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში პირველი მარილის ოთახი სწორედ ჩვენმა ცენტრმა შესთავაზა მომხმარებლებს, ეს მოხდა 2014 წლის დასაწყისში, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში. მას შემდეგ მრავალმა პაციენტმა წარმატებით გაიარა ეს თერაპია.
 

მარილის ოთახი, ჰალოთერაპია,

რა მეთოდით ტარდება ჰალოთერაპია? როგორ გამოიყურება სივრცე, სადაც ტარდება პროცედურა?

- მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მშრალი ინჰალაცია. მეთოდი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეფექტური. სპეციალური აპარატის მეშვეობით ოთახის ჰაერში იფრქვევა მარილის მშრალი აეროზოლი, ეს არის ფარმაცევტული მარილი, რაც გულისმობს იმას, რომ ის აბსოლუტურად სუფთა და სტერილურია. თვითონ ოთახი დაფარულია ჰიმალაის თეთრი და ვარდისფერი მარილის ნაზავით, ოთახის მშენებლობისას არ გამოგვიყენებია არანაირი ქიმიური საშუალება, წებო და ა.შ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც თერაპიის დროს პაციენტი უნდა იყოს სუფთა და ჯანსაღ სივრცეში. აქ მოსვლისას თქვენ ხვდებით უჩვეულო და ზღაპრულ გარემოში, ოთახი თითქოს დათოვლილია, კედლებზე, ჭერზე, იატაკზე, ყველგან მარილია. მთლიანად ოთახში ხუთ ტონამდე მარილია გამოყენებული. პაციენტი ოთახში ისვენებს, უყურებს ვიდეოს ბუნების ლამაზი პეიზაჟებით, უსმენს რელაქსაციურ მუსიკას და ამ დროს სუნთქავს მარილის აეროზოლით და უარყოფითი იონებით გაჯერებულ ჰაერს.

ჰალოთერაპია, მარილის ოთახი,

რა დაავადებების დროს არის რეკომენდებული ჰალოთერაპია?

- ამ მეთოდით მრავალი დაავადების მკურნალობა ხდება, ზოგ შემთხვევაში კი მეთოდი გამოიყენება, როგორც დამხმარე თერაპია ძირითად მკურნალობასთან ერთად. რაც შეეხება პატარებს, ისინი ძალიან მარტივად ექვემდებარებიან ამ თერაპიას, ბავშვებში ძალიან მაღალია განკურნების პროცენტული მაჩვენებლი და შეადგენს 97%-ს.
ჰალოთერაპია გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• ასთმა
• ბრონქიტი / ბრონქოსპაზმი
• პნევმონია (მწვავე სტადიის შემდეგ)
• სასუნთქი სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები
• ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
• მწეველთა ხველა
• სინუსიტი (ჰაიმორიტი, ფრონტიტი)
• ტონზილიტი
• ფარინგიტი
• ცისტური ფიბროზი
• ალერგია (თითქმის ყველა ტიპის ალერგია)
• ფსორიაზი
• ეკზემა
• დერმატიტი, ნეიროდერმიტი
• აკნე
• სებორეა
• მოდუნებული კანი (ტურგორის კლება)
• ძნელად შეხორცებადი ჭრილობები
• პლასატიკური ქირურგიის შემდგომი რეაბილიტაცია 
(შეშუპების და სისხლჩაქცევების სწრაფად ალაგება,შეხორცების დაჩქარება )
• ნევროზი
• რევმატიზმი
• ართრიტი
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• სტრესი
• ძილის დარღვევები
• კონცენტრაციის დეფიციტი
• ზოგადი პროფილაქტიკისთვის
• ორსულთათვის ჟანგბადის დეფიციტის დროს

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა და რამდენი ვიზიტი არის საჭირო შედეგის მისაღებად?

პროცედურა გრძელდება 40 წუთი. ერთი კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას. რეკომენდებულია წელიწადში ორი კურსის ჩატარება.

პროცედურის დროს რითი ერთობიან პატარები?

- ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რომ 40 წუთი ვერ გაჩერდება ბავშვი ოთახში, ბევრი მოგვმართავს ამ შეკითხვით, თუმცა პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ ოთახში ყოფნა. აქ მათთვის არის სათამაშოები, მულტფილმები, მარილში ისევე თამაშობენ როგორც ქვიშაში. იმდენად მოსწონთ ოთახში, რომ ბევრს გამოსვლაც აღარ უნდა ბოლოს.

მარილის ოთახი, ჰალოთერაპია,

შესაძლებელია თუ არა პროცედურას ბავშვთან ერთად დაესწროს მშობელიც? მაქსიმუმ რამდენი ადამიანი არის ოთახში პროცედურის დროს?

- რა თქმა უნდა, მშობელსაც შეუძლია, ბავშვთან ერთად ჩაიტაროს პროცედურა. ოთახში მაქსიმუმ ოთხი ადამიანი შეიძლება იყოს.
თუ მშობელს არ სურს მკურნალობა, მას შეუძლია დაელოდოს ბავშვს მოსაცდელში. პატარებს ოთახში მარტო ყოფნა არ უჭირთ, რადგანაც როგორც გითხარით, საკმაოდ კარგად ერთობიან, ასევე ოთახის კარი შუშისაა და როდესაც მშობელი ბავშვს გარეთ  ელოდება ისინი ერთმანეთს ხედავენ.

რა ღირს პროცედურა?

- პროცედურა 15 ლარი ღირს ყველა ასაკისთვის.

 

მისამართი: ზ. ანჯაფარიძის I შეს. N2 (ყოფილი ს. ეულის ქუჩა)
დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი.
ტელეფონი: 032 2 109 109; 568 048 048  

პროცედურაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცენტრს: 599227764
ფეისბუქ გვერდი:marilismgvime