დრო, ყველაზე ძვირფასია და ის ყველა მშობელს ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ინტენსიური ზრდის ფაზაშია. ამ დროს მნიშვნელოვანია მოამზადოთ საკვები, უზრუნველყოთ საკვების სწორი ტემპერატურა, საგულდაგულოდ დაასუფთაოთ ბავშვის ნივთები და ამავდროულად არ მოაკლოთ სითბო და ყურადღება პატარას. რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დასაფასებელია ყველა, ვინც მხარში უდგას დედას და უმარტივებს საქმეს, მეტ დროს და ენერგიას უთავისუფლებს ბავშვისთვის. არა მხოლოდ გვერდში მდგომი ადამიანები, არანაკლებად მნიშვნელოვანია ის თანამედროვე გამოგონებები, რომლებიც მშობლების ცხოვრებას აიოლებს და ხარისხს აუმჯობესებს. ერთ-ერთი ასეთია სწორედ მულტიფუნქციური ელექტრო ჩაიდანი 6-1-ში ფუნქციით. ეს „ჭკვიანი“ ჩაიდანი ზრუნავს მშობლების დროსა და ენერგიაზე და აერთიანებს ყველა იმ აუცილებელ ფუნქციას, რაც ბავშვის საკვების მომზადებისთვისაა საჭირო და რაზეც საკმაო რესურსი იხარჯება ხოლმე დღის განმავლობაში.
ადუღებს და გაგრილების შემდეგ უნარჩუნებს წყალს თქვენს მიერ მითითებულ ტემპერატურას ადაპტირებული ნარევის მოსამზადებლად - ეს ფუნქცია განსაკუთრებით კომფორტულია, თუ პატარას ხელოვნური ნარევით კვებავთ. საჭირო ტემპერატურის წყალი მუდმივად მზად გექნებათ რძის მოსამზადებლად. ამასთან, ჩაიდანი წყლის სასურველ ტემპერატურას 24 სთ-ის განმავლობაში ინარჩუნებს - გარდა იმისა, რომ ბავშვისთვის საკვების მომზადება გაგიმარტივდებათ, სანატრელი ყავის დალევაც, როდესაც დრო გამოგიჩნდებათ, უფრო სასიამოვნო გახდება. შეგიძლიათ დაისხათ ცხელი ყავა, არ დაელოდოთ წყლის ადუღებას და გამონახოთ დრო საკუთარი თავისთვის. მულტიფუნქციურ ელექტრო ჩაიდანს აქვს შეთბობის ფუნქციაც - შესაძლებელია შეათბოთ როგორც გამოწველილი დედის რძე, ასევე, მზა საკვებიც თუ პატარა უკვე მყარ კვებაზეა გადასული.
ეს ძალიან საჭირო და აუცილებელი ფუნქციაა, რომელიც დაგეხმარებათ პატარას ჯანსაღი საკვები მარტივად მოუმზადოთ.
ცნობილია, რომ ორთქლზე მომზადებული საკვები ინარჩუნებს ყველა საჭირო ვიტამინს და სასარგებლოა ბავშვისთვის. გამოიყენება იოგურტის მოსამზადებლად - სახლში მომზადებული იოგურტი ბავშვებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. წყლის საჭირო ტემპერატურაზე 24 საათიანი შენარჩუნების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, თავად შეადედოთ ჩაიდანში იოგურტი, რომელიც მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით - ის შეიცავს კალციუმს, A ვიტამინს, B ჯგუფის ყველა ვიტამინს, თუთიას და კალიუმს. იოგურტი ასევე ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების შესანიშნავი წყაროა. აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვის რძისგან დამზადებული, ცხიმის შემცველი იოგურტი.
მოჰყვება სპეციალური კონტეინერი და "მაღალი თავსახური" დიდი ზომის ბოთლებისა თუ სხვა აქსესუარებისთვის.
ითიშება ავტომატურად არასაკმარისი წყლის არსებობის შემთხვევაში - დედებს ბევრი საქმის გამო ხშირად გვავიწყდება რაღაცები და ეს ბუნებრივია, შესაბამისად ნუ ინერვიულებთ, თუ ჩაიდნის გამორთვა დაგავიწყდებათ. შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დრო ავტომატურად ჩასართავადაც. ერთი სიტყვით, ის არის, რაც ყველა დედას სჭირდება. ნებისმიერი დედიკოსთვის ასეთი დამხმარე სახლში შეუცვლელი იქნება.
მულტიფუნქციური ჩაიდანის შეძენა შეგიძლიათ აქ