არის რამდენიმე ნივთი, რაც ნებისმიერ მშობელს უნდა ჰქონდეს, როცა სახლში პატარა ჩნდება. ერთ-ერთი - ინჰალატორია, რომელიც მართლაც შეუცვლელია ბრონქიტის, ხველის, სურდოს, ცრუ კრუპის, გაციების და ასევე ალერგიული პრობლემების დროს და რაც მთავარია, ეფექტური. ამიტომ, როდესაც თქვენი პატარასთვის სამედიცინო ტექნიკას არჩევთ, არ უნდა გამოგრჩეთ ინჰალატორი, ოღონდ, აუცილებლა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინჰალატორი იყოს ხარისხიანი, მაქსიმალურად კომფორტული, დაინტერესდეთ მისი სწორად გამოყენების წესებით და იცოდეთ, კონკრეტულად რა დროს გამოიყენება ეს საშუალება. მოდით, ნელ-ნელა მივყვეთ ყველა პუნქტს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არის საჭირო ინჰალაციის გაკეთება და რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ინჰალატორს ბავშვისთვის ვარჩევთ.
აპარატი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტის მისაწოდებლად. ინჰალატორის საშუალებით ფილტვებს მიეწოდებათ თხევადი მედიკამენტები აეროზოლის სახით. აეროზოლური ნაწილაკების ზომა საშუალებას აძლევს მედიკამენტს, უშუალოდ იმოქმედოს დაავადებულ ადგილებზე, რომლებიც ლოკალიზებულია ტრაქეასა და ბრონქებში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მედიკამენტს, ინჰალაციის დოზას და ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ინჰალაციის დროს ხდება სასუნთქი გზების დატენიანება, ლორწოს გათხიერება, რაც მის ადვილად გამოდევნას იწვევს. შეშუპების მოხსნა. ასევე აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ინჰალატორი არ გამოიყენება, მაგალითად უკუნაჩვენებია ინჰალატორი, როცა გვაქვს სასუნთქი გზების უკმარისობა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენისადმი მიდრეკილება, გულის არითმია, გულის უკმარისობა და ასევე სიცხე - 37,5 ნიშნულზე მაღალი. ასე რომ, მისი გამოყენების შესახებ, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ პედიატრთან.
გარდა იმისა, რომ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი ბრენდის მიერ წარმოდგენილი ინჰალატორი, სანდო და გამოცდილი, ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი მოხმარების კომფორტულობას. მაგალითად, ბევრ ბავშვს აშინებს ინჰალატორის ხმა და ამის გამო ხშირად უარს ამბობენ მის გამოყენებაზე. ასევე ხშირად ბავშვს სურს, მისთვის სასურველ პოზაში გაიკეთოს ინჰალაცია, რაც ყველა ბრენდის მოწყობილობასთან არ არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ყველა ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით, გამოვარჩევდით აგუ ბეიბის ინჰალატორს, რომელიც სრულ კომფორტს სთავაზობს პატარებს და მშობლებს.
MESH ტიპის ნებულაიზერი სრულიად უხმაუროა და პროცედურის სწრაფად და მარტივად ჩატარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, უპირატესობაა ისიც, რომ ბავშვს თუ მოზრდილს ნებისმიერ პოზიციაში შეიძლება გაუკეთოთ ინჰალაცია, მათ შორის მწოლიარე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიც. შეგვიძლია მძინარესაც კი ჩავუტაროთ თერაპია. რაც მთავარია, არის მსუბუქი, კომპაქტური, პორტატული. ნებულაიზაციის მაჩვენებელი ხელს უწყობს პროცედურის ჩატარებას ჩვეულებრივზე სწრაფად; ბავშვს შეუძლია მოკლე ვადაში ადვილად გაიაროს ინჰალაცია. 3.6 μm ზომის ნაწილაკების გაფრქვევა განაპირობებს წამლის უშუალოდ საჭირო ზონაში - ტრაქეაში ან ფილტვებში მოხვედრას. ნაკადის სიჩქარე (≥ 0.35 მლ/წთ) პროცედურის დროის მაქსიმალურად შემცირების საშუალებას იძლევა.
ინჰალატორის შეძენა ფასდაკლებით შეგიძლიათ აქ