როდესაც ბავშვი ავად არის და სურდო აქვს, პატარა ასაკისაა და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ნესტოების გამოსუფთავებას, ძალიან იტანჯება პატარაც და მშობელიც, რომელიც ვერ ეხმარება ცხვირის გასუფთავებაში და უკეთ სუნთქვაში. არადა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პატარას თავისუფლად სუნთქვა შეეძლოს მით უმეტეს მაშინ, როცა ავადაა.
ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ძალიან კარგი გამოსავალი თანამედროვე მშობლებისთვის - ცხვირის ნაზალური ასპირატორი. ნაზალური ასპირატორი გამოიყენება ცხვირის ღრუს ადვილად და ეფექტურად დრენირებისთვის. ის წმენდს ცხვირის ღრუს, პრვენციას უკეთებს სინუსიტს და ოტიტს. უზრუნველყოფს თავისუფალ სუნთქვას და მშვიდ ძილს. სწორედ ამიტომ ის საპატიო ადგილს იკავებს ბავშვის მოვლის რუტინაში. აპარატი გამოსადეგია არა მხოლოდ ვირუსის დროს, არამედ ალერგიების დროსაც, რომელიც ასევე ხშირად მოქმედებს სასუნთქ გზებზე. ნაზალური ასპირატორი ეხმარება თავისუფლად სუნთქვაში და ლორწოვანისგან ათავისუფლებს ბავშვს. კბილების ამოსვლის დროსაც ხშირია ცხვირის „გაჭედვა“ და ამ დროსაც საჭირო ნივთია, რომელიც ბავშვს ამშვიდებს და მისი მშვიდი ძილის გარანტორიც არის. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასპირატორის საშუალებით დაინფიცირებული ლორწოვანის უსაფრთხოდ მოცილება შეუძლია მშობელს. თუმცა, მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია, მოწყობილობა დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს.
ჩვეულებრივი ასპირატორები ხშირად არ არის სანდრო და თუ არასწორად არის შერჩეული, არასათანადო მოხმარების, არასათანადო წნევის შექმნის პირობებში, შესაძლოა, ტრავმის მომტანიც კი გახდეს. ასევე ხშირად პატარებს აშინებთ მათი ფორმა და ხმა. პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდის, AGU BABY-ის ნაზალური ასპირატორი სპეციალურად არის შექმნილი ჩვილებისთვის და მოზრდილი ბავშვებისთვის.
ასეთი ასპირატორის გამოყენება ძალიან უსაფრთხოა და ადვილიც მშობლისთვის, ასევე, კომფორტული ბავშვისთვის და რაც მთავარია, ადვილად მიიღწევა შედეგი - ბავშვი თავისუფლად იწყებს სუნთქვას.
AGU BABY-ის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ აქ