ახალბედა დედები ხშირად ნერვიულობენ იმის გამო, რომ პატარამ სამშობიაროში წონაში დაიკლო. ეს სავსებით ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. პატარები დაბადებისას წონის 5-10% იკლებენ და დაბადების წონას 2 კვირაში აღიდგენენ. თუმცა რასაკვირველია, ყურადღება აუცილებელია და მშობელმა ეს საკითხი არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. ზოგადადაც, ჩვილი ბავშვის წონისა და სიგრძის მატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს, პირველ რიგში, სწორ განვითარებაზე. ამიტომაცაა, რომ პედიატრები პირველ პერიოდში ყოველ თვე წონიან და ზომავენ ბავშვებს და მშობლები ამას ხშირად შინაც აკეთებენ, თუ აქვთ შესაბამისი მოწყობილობა.
მოდით, პირველ საკითხს მივუბრუნდეთ და გავიგოთ,
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
1. მათი კანის ზედაპირიდან სითხე ორთქლდება
2. გამოყოფენ შარდს
3. გამოყოფენ მეკონიუმს, ანუ პირველ განავალს
• კვების დროს ისმის ყლაპვის ხმა;
• შარდი გამჭვირვალეა, დღე-ღამეში 6-8-ჯერ კარგად სველდება პამპერსი;
• ბავშვი აქტიურია, როდესაც ღვიძავს;
• კვების დასრულების შემდეგ ცოტა დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახით ანებებს თავს ძუძუს;
• ვითარდება ასაკის შესაბამისად;
• ბოლო და ყველაზე უტყუარი ნიშანი - წონაში მატებაა (2 კვირაზე უნდა აღიდგინოს დაბადების წონა. შემდეგი აწონვა - ყოველი 1 თვის შემდეგ).
იმისათვის, რომ სწორი პასუხი მიიღოთ, ბავშვის აწონვის დროს აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:
ბავშვი აუცილებლად უნდა აიწონოს შიშველი, პამპერსის გარეშე. ძალიან ხშირად ბავშვებს წონიან ტანსაცმლით და საფენით, შემდეგ კი აკლებენ გარკვეულ წონას, რაც არასწორია. ჩვილის წონისა და სიმაღლის მონიტორინგი აუცილებელია ყოველთვიურად.
რაკი წონისა და სიმაღლის მონიტორინგი ჩვილობისას განსაკუთრებულად აქტუალურია და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბევრად კომფორტულია ისეთი სასწორის გამოყენება, რომელიც წონასთან ერთად ბავშვის სიმაღლესაც ზომავს. ასეთია, მაგალითად პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდის AGU BABY Smart-სასწორი, სიმაღლის საზომით, რომელიც აპრობირებული, სანდო და ხარისხიანია. მას მსოფლიოში უამრავი მშობელი თუ პედიატრი ენდობა.
Agu baby - ინოვაციური შვეიცარიული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ აქ