უამრავი მითი არსებობს სხეულის მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე სწორ ინფორმაციას მოგვაწვდის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი.
ტემპერატურა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ბავშვებში, რაც იწვევს მშობლების და ოჯახის წევრების შეშფოთებას. არსებობს სიცხესთან დაკავშირებული უამრავი მითი თუ რეალობა. მოდით, განვიხილოთ ისინი:
როგორც წესი, ტემპერატურის ეს ციფრები არის ნორმა და არ წარმოადგენს ცხელებას. სხეულის ტემპერატურა იცვლება დღის განმავლობაში, ის იმატებს შუადღით და საღამოს პერიოდში, ყველაზე დაბალია შუაღამის დროს, სხეულის ტემპერატურა იმატებს ასევე ფიზიკური აქტივობის დროსაც. მისი ნორმის დიაპაზონი არის 36.1 °C – 37.2 °C (97 F-99 F) ფარგლებში.
მითი #2: ცხელება არის საშიში, შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრა, დააზიანოს ტვინი და წარმოადგენს ძალიან სერიოზულ, საშიშ სიმპტომს ბავშვისთვის.
ცხელება წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას და იმუნური მექანიზმების გააქტიურების მაჩვენებელია. სწორედ ცხელების დროს გამოიმუშავებს ორგანიზმი იმ ნივთიერებებს, რომელიც მონაწილეობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხელება არ იწვევს ტვინის დაზიანებას, ბავშვების მხოლოდ 4%-ს შესაძლებელია განუვითარდეს გულყრა, ე.წ. ფებრილური გულყრა, რომელიც იშვიათად გრძელდება 5 წუთამდე, არ იწვევს ტვინის დაზიანებას ან რაიმე განვითარების შეფერხებას.
ცხელების დროს დამწევის გამოყენება საჭიროა, თუ ბავშვი თავს გრძნობს არაკომფორტულად ან ტემპერატურა არის 39°C და მეტ ციფრებზე. დამწევის მიცემის შემდეგ (რომელიც მოქმედებს 40 წუთის შემდეგ), ტემპერატურა დაიწევს 1.1°C დან 1.7°C -მდე, (მაგალითად 39.1 °C-დან დაიწევს 38.0 °C -მდე) და არ გახდება ნორმის ვარიანტი.
მითი #4: ტემპერატურის ციფრებს აქვს დიდი მნიშვნლობა. მაღალი ცხელების დროს საფიქრებელია, საქმე გვაქვს სერიოზულ დაავადებასთან.
გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას. შესაძლოა ჰექტიური ცხელების დროსაც ბავშვი თავს გრძნობდეს კარგად, ამ დროს ნაკლებად სავარაუდოა რაიმე სერიოზულ პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. დააკვირდით ბავშვის მდგომარეობას, თუ ცხელებასთან ერთად ის მოდუნებულია, მივარდნილი, «ცუდად გამოიყურება» - აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს პედიატრს, ან გამოიძახეთ სასწრაფო. გამონაკლისია 3 თვემდე ჩვილები - ამ ასაკის ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე უნდა გასინჯოს ექიმმა.
ცხელება ინფექციის დასაწყისში შესაძლებელია იყოს მაღალი და ცუდად დაემორჩილოს სიცხის დამწევ საშუალებებს, ეს არ მიუთითებს ინფექციის გამომწვევი ვირუსი თუ ბაქტერიაა, ასევე არ განსაზღვრავს მდგომარეობის სიმძიმეს და ანტიბიოტიკის საჭიროებას.
ტემპერატურის გაზომვის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ როდესაც საქმე პატარებს ეხება მაქსიმალურად უსაფრთხო და არასტრესული მოწყობილობა უნდა შევარჩიოთ. ტრადიციული, ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრები ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აიკრძალა, რადგან ხშირია მისი გატეხვა და საცხოვრებელი გარემოს დაბინძურება მომწამვლელი ნივთიერებით. ასევე, საკმაოდ რთულია ბავშვის ერთ პოზიციაში გაჩერება და ტემპერატურის გაზომვა. როცა პატარა ავადაა, სხეულის ტემპერატურის მუდმივი კონტროლი აუცილებელია. საბედნიეროდ, დღეს უკვე არსებობს ტემპერატურის კონტროლის ინოვაციური, არასტრესული და ზუსტი მეთოდი. პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი AGU Baby გთავაზობთ კანზე დასაკრავ SMART თერმომეტრს ტემპერატურის უწყვეტი, 24 საათიანი მონიტორინგისთვის. Smart სტიკერი ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება AGU-ს მობილურ აპლიკაციას და საშუალებას გაძლევთ, საკუთარ ტელეფონში აკონტროლოთ თქვენი შვილის ტემპერატურა დღისით თუ ღამით. აპლიკაციაში ტემპერატურის ცვლილება გრაფიკულად აისახება დროში და იძლევა შესაბამის ხმოვან სიგნალს:
ხმოვანი სიგნალი ტელეფონში მაღვიძარას ფუნქციას ასრულებს - მშობელს შეუძლია მშვიდად იძინოს ღამით. აქვს მოსახერხებელი ზომა (38x38x7მმ), არ შეაწუხებს ბავშვს. ზუსტია (ცდომილება ±0.1°C).
Agu baby - ინოვაციური შვეიცარიული საბავშვო პროდუქცია თანამედროვე მშობლებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ აქ