ზოგიერთ ბავშვს ძილის დროს აღენიშნება სუნთქვის ხანმოკლე შეწყვეტა (ძილის აპნოე), ან ძილის დროს ხვრინვა. აღნიშნული მდგომარეობა არც ისე გავრცელებულია ბავშვებში და უკავშირდება რესპირატორული ცენტრის აგზნების რთული მექანიზმების მოუმწიფებლობას. თუ თქვენს პატარას ეს პრობლემა აქვს, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოთ.
აპნოე არის სუნთქვის ხანმოკლე, უეცარი შეჩერება. ჯანმრთელი ბავშვებისთვის 10-15-წამიანი სუნთქვის შეკავება არც ისე იშვიათია. თუ ეს მოხდა, ნაზად უნდა შეეხოთ პატარას - ბავშვი ამოისუნთქავს და სუნთქვა აღდგება. განუვითარებელი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე ახალშობილებში ძილის უეცარი აპნოეს გაჩენას შესაძლოა ხელი შეუწყოს გადახურებამ, ნორმალური თერმული რეჟიმის დარღვევამ. ახალშობილებში, ყველაზე ხშირად უეცარი ძილის აპნოეს შერეული სინდრომი ვითარდება. მის წარმოქმნაში მონაწილეობს როგორც ცენტრალური, ისე ობსტრუქციული მექანიზმები. ფინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტმა შეისწავლა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ძილის ხანგრძლივობა და დაადგინა ძილის ნორმალური ხანგრძლივობა და გაღვიძების რაოდენობა ამ ასაკისთვის. თუ თქვენს შვილს აქვს ძილის აპნოე, გააკეთეთ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად და რამდენ ხანს იკავებს სუნთქვას. განიხილეთ ეს თქვენს პედიატრთან. არსებობს სხვადსხვა სადიაგნოსტიკო აპარატები პრობლემის შესასწავლად.
ზოგიერთი მშობელი მსგავს შემთხვევებში სხვადასხვა სახის გამაფრთხილებელ სისტემასა და მონიტორებს იყენებს. თუ თქვენი ექიმი ამ მდგომარეობას საშიშად მიიჩნევს, ის დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნაში. რეალურად ძილის აპნოე სუნთქვის განმეორებითი პაუზებია ძილის დროს, რომელიც გრძელდება ათი წამი ან მეტი, რასაც თან ახლავს ძლიერი ხვრინვა. ამასთან, ძილის აპნოეთი დაავადებული ბავშვი მუდმივად იღვიძებს შუა ღამით, ხშირად მიდის საპირფარეშოში ან სვამს წყალს.
არსებობს სამის სახის ძილის აპნოე:
• ცენტრალური
• ობსტრუქციული
• შერეული
ცენტრალური ძილის აპნოეს დროს გულმკერდის კუნთებს არ გადაეცემა სუნთქვის სიგნალი ტვინიდან. ადამიანი იხრჩობა, რადგან სიზმარში „ავიწყდება სუნთქვა“. ცენტრალური ძილის აპნოეს მიზეზები შეიძლება იყოს ტვინის დაზიანებები, ტვინის დაზიანება მედიკამენტებით, სხვადასხვა ანთებითი პროცესი, ალკოჰოლისმიერი დაზიანება, ალცჰეიმერის დაავადება, ორგანული დაზიანებები და სხვა. მიზეზი შესაძლოა იყოს სასუნთქი ცენტრის ე.წ პირველადი უკმარისობაც. ცენტრალური ძილის აპნოეს სინდრომი აღინიშნება ძილის აპნოეთი დაავადებული პაციენტების 10%-ში. ცენტრალური ძილის აპნოე გვხვდება ძირითადად ბავშვებში.
ობსტრუქციული ძილის აპნოე არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი ინარჩუნებს გულმკერდისა და მუცლის სუნთქვით მოძრაობებს, მაგრამ სუნთქვა მთლიანად წყდება ფარინქსის სასუნთქი გზების დახურვის გამო. ამავდროულად, ხვრინვა არ ისმის, ყველაფერი უხმოდ ხდება. ამ შემთხვევაში ადამიანი ფაქტობრივად იხრჩობა.
ობსტრუქციული აპნოე ძილში, შეიძლება იყოს გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების გამტარობის დაქვეითებით. არსებობს მოსაზრება, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ტვინის სპეციალური ნაწილების მიერ ფარინქსის კუნთების ტონუსზე კონტროლის დაკარგვა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ობსტრუქციული აპნოე არ იწვევს თავად ფარინქსის კუნთების ტონუსის დაქვეითებას. რამ შეიძლება გამოიწვიოს ობსტრუქცია? ეს შეიძლება იყოს ზედმეტი წონა, კიფოსქოლიოზი და აკრომეგალია. ძილის ობსტრუქციული აპნოე შეიძლება იყოს დამამშვიდებლის ან ალკოჰოლის მიღების შედეგი. ძილის დროს დაბრკოლებები ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში (50 წელზე მეტი ასაკის). ობსტრუქციული ძილის აპნოეს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ცუდი მემკვიდრეობაც იყოს.
შერეული ძილის აპნოე ორი ტიპის ძილის აპნოეს კომბინაცია: ცენტრალური და ობსტრუქციული. ძილის აპნოეს მქონე ადამიანებს აქვთ ყველაზე ხშირად ძილის აპნოეს შერეული ფორმა.
როგორ ჩნდება ძილის აპნოე?
ფრაგმენტაცია და ჰიპოქსემია ძილის ძირითადი დარღვევები გახლავთ ბავშვებში, რომლებიც ვლინდება ძილის აპნოეთი. ჰიპოქსემია ვითარდება ძილის აპნოეს დროს, რომელიც გრძელდება ათ წამზე მეტხანს. თუ აპნოეს ეპიზოდი გაცილებით გრძელია, ვითარდება ჰიპერკაპნია. იმ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძილის აპნოე, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია ძალიან დაბალ დონეზე აქვს, საბოლოოდ სხეულს ძილი უფრო მაღალ ფაზაში გადაჰყავს, რომლის დროსაც ყელის კუნთების ტონუსი იზრდება და ჰაერის გამტარიანობა აღდგება. ასეთ მომენტებში ადამიანი ძლიერად და ხმამაღლა ხვრინავს. ძილის აპნოეს ფრაგმენტები უსასრულოდ მეორდება მთელი ღამის განმავლობაში: პაციენტი თანდათანობით იძირება ძილის ღრმა ფაზებში და კვლავ ხდება ობსტრუქცია.
აპნოეს ეპიზოდების ტიპიური ხანგრძლივობა დაახლოებით ორმოცი წამია. ზოგჯერ შესაძლებელია სამ წუთამდე ეპიზოდების დაკვირვება. ამ დროს ადამიანი საერთოდ არ სუნთქავს. აპნოეს დროს ადამიანის ძილის ღრმა და ზედაპირული ფაზები მთლიანად ირღვევა, ქვეითდება ინტელექტისა და მეხსიერების დონე, აღინიშნება მაღალი წნევა, განსაკუთრებით დილით, ფიქსირდება გულის არითმიები.
აპნოეს მქონე ზრდასრულ პაციენტებში მცირდება ტესტოსტერონის სინთეზი და, შედეგად, ფიქსირდება დაბალი სექსუალური აქტივობა.
რა არის ძილის აპნოეს სიმპტომები?
ძილის აპნოეს მქონე ადამიანების სიმპტომები საკმაოდ ტიპიურია: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზოგადი ჩივილები, ძილიანობა, პაციენტს მუდმივად ეძინება მთელი დღის განმავლობაში, ჯდომისას, მანქანის მართვისას, სამუშაო ადგილზე, შეხვედრისას და ა.შ. თავის ტკივილი დილით და დღის განმავლობაში, კისრის ტკივილი, შესაძლოა თავი იჩინოს მეხსიერების პრობლემებმა. ადამიანი შეიძლება იყოს გაღიზიანებული, ემოციური, აღინიშნება მოუსვენარი ფეხის სინდრომი (ტკივილი ძვლებში, ფეხის კუნთებში).