ავადმყოფობის დროს ბავშვები ხშირად ჭირვეულობენ და გაორმაგებულ ყურადღებას ითხოვენ. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის იმის საშუალება, რომ ავადმყოფობის დროს მუდმივად მის გვერდით ვიყოთ ან თუნდაც გვერდით ყოფნისას გავართოთ და გადავატანინოთ ყურადღება, მით უმეტეს, როცა თავადაც ვღელავთ მისი ცუდად ყოფნის გამო. რა შეიძლება მოიმოქმედოს ამ დროს მშობელმა, რით შეიძლება გავართოთ ბავშვი?
რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამხელაა ბავშვი, რამდენი წლის არის. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს და სიტუაციას.
ეს ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი სიცხე და თავს კარგად ვერ გრძნობს. ასეთ დროს მულტფილმების ყურება მიზანშეწონილი არ არის, აუდიო ჩანაწერის მოსმენა კი შესაძლებელია. ან თუ თავად გაქვთ დრო, დაუჯექით გვერდით და წაუკითხეთ. იმისათვის, რომ ბავშვი განეწყოს სათანადოდ, ჩამოაფარეთ ფარდები, ჩართეთ სანათი, მთავარია, რომ ამბავი არ იყოს საშიში და მოსაწყენი.
მხოლოდ რამის დახატვა ჩვეულებრივი რამ არის და დიდი ინტერესის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა თუ ამ პროცესს გაახალისებთ, გამოიყენებთ ბრჭყვიალებს, სხვადასხვა ეფექტს, ფერად ქაღალდებს, ბავშვი კარგად გაერთობა. კინეტიკური ქვიშა ის საშუალებაა, რომელიც ნებისმიერ ბავშვს გაახალისებს. გამოიყენეთ სხვადასხვა ფიგურა, მძივები. ამით ბავშვს ნამდვილად დააინტერესებთ.
ეს აქტივობა ბავშვს შეიძლება მოეჩვენოს სასჯელად, რადგან მშობლები ხშირად ავალებენ ბავშვებს სათამაშოების დალაგებას, თუმცა თუ მას შემოქმედებითად მივუდგებით და ბავშვს სათამაშოების დახარისხებას თემატურად მოვთხოვთ, ის ნამდვილად გახალისდება. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ, რომ თოჯინები მეჯლისზე მიიწვიეს და მან უნდა გაამზადოს.
როდესაც ბავშვს ისეთი დაავადება აქვს, მაგალითად ჩუტყვავილა, როდესაც არ შეიძლება მოფხანა, საუკეთესო საშუალებაა ისეთ თამაში, აქტივობა, როდესაც ხელები დაკავებული იქნება და ბავშვი გადაერთვება სხვა რამეზე. საამისოდ ძალიან კარგი საშუალებაა მოზაიკა, ფაზლები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ასაკის არის ბავშვი.