მიზეზი ზოგიერთი დედისა და მამის თავდაჯერება და უპასუხისმგებლობაა, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ თავს უნიშნავენ მკურნალობას, ბავშვებსაც კი მკურნალობენ.
ხელშემწყობი ფაქტორი - ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან თავისუფალი წვდომაა.
პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენების ეფექტურობაში ბევრი ექიმიც არის დარწმუნებული და ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული ჯანდაცვის სისტემებშიც. სისტემური ანტიბიოტიკები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენებოდეს ადგილობრივად (წვეთების ან მალამოს სახით) ორი შემთხვევის გარდა, ეს გახლავთ ჩირქოვანი ოტიტი და ჩირქოვანი კონიუნქტივიტი.
არგუმენტაცია დაახლოებით ასეთია: მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიცხემ იკლო, რაღა საჭიროა ანტიბიოტიკი? საქმე ის არის, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაა. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგალითად, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატის
მოქმედების მექანიზმსა და მისი ამა თუ იმ ქსოვილსა თუ გარკვეულ ორგანოებზე დაგროვების უნარზე. ყველა ინფექციას მკურნალობის თავისი ოპტიმალური პერიოდი აქვს, რომელსაც რეციდივი მინიმუმამდე დაჰყავს.
ნებისმიერი წამლის ხელმეორედ გამოყენება ზრდის ალერგიული რეაქციის ალბათობას. ბავშვების ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ამ ფაქტორის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დაავადება განმეორდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელმა უნდა ივარაუდოს, რომ წინა მკურნალობის დროს გარკვეული მიკრობები გადარჩნენ, აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკი არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა და მისი ხელმეორედ მიცემა მიზანშეუწონელია, ეს პრეპარატი უბრალოდ არ იქნება ეფექტური.
ანტიბიოტიკების მიღების უნივერსალური წესები არ არსებობს. პრეპარატის მიღების პერიოდულობა დღე-ღამეში 1-დან 4-მდე მერყეობს. ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება ამა თუ იმ საკვებთან ერთად. სანამ წამლის მიღებას დაიწყებდეთ, კარგად უნდა შეისწავლოთ ანოტაცია და ექიმისგან მიიღოთ პასუხები თქვენთვის გაურკვეველ კითხვებზე.
დაუშვებელია ანტიბიოტიკების მიღება თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ზრდის ანტიბიოტიკორეზისტენტობას რაც სერიოზული საფრთხეა კაცობრიობისთვის. თუ ხშირად, მიზეზის გარეშე და თვითნებურად გამოვიყენებთ ანტიბიოტიკებს ის უბრალოდ ვეღარ გვიშველის და მსუბუქი დაავადებაც კი შეიძლება განუკურნებლად იქცეს.