თვითმფრინავით ფრენა ბავშვთან ერთად

28-09-2022

რა უნდა იცოდეთ ბავშვთან ერთად თვითმფრინავით მგზავრობის შესახებ?

მაშინაც კი, თუ შვილის შეძენამდე გამოცდილი მოგზაური იყავით, ბავშვთან ერთად ფრენის იდეა შეიძლება საკმაოდ შემაშფოთებელი იყოს თქვენთვის. პროცედურები, რომლებიც ოდესღაც მარტივი იყო - როგორიცაა ბილეთის ყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება - ახლა შეიძლება ცოტა დამაბნეველი ჩანდეს.ცხადია,  წინასწარ ყველაფერს ვერ გათვლით, მაგრამ შეგიძლიათ მაქსიმალურად მომზადებული იყოთ, რათა დანიშნულების ადგილზე მარტივად და უშფოთველად მიხვიდეთ.

რა ასაკიდან არის დასშვები ბავშვის თვითმფრინავით მგზავრობა? ?

ამისთვის არ არსებობს ოფიციალურად დადგენილი ასაკობრივი ლიმიტი. პედიატრიის ამერიკული აკადემია (AAP) გასცემს რეკომენდაციას, რომ თავი შევიკავოთ ახალშობილის თვითმფრინავით მგზავრობისგან, რადგან საჰაერო მოგზაურობამ შეიძლება გაზარდოს ახალშობილთა ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი.
თუ ბავშვის დაბადებიდან მალევე გიწევთ მისი თვითმფრინავით გადაყვანა, შეამოწმეთ, აქვს თუ არა თქვენს ავიაკომპანიას ასაკობრივი შეზღუდვა ახალშობილებისთვის. ზოგიერთი ავიაკომპანია არ იღებს ერთ კვირაზე ნაკლები ასაკის მგზავრებს, ზოგი კი 2 დღის ასაკის მგზავრებსაც უშვებს ბორტზე.
აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენი შვილის პედიატრს, სანამ ფრენას დაგეგმავთ. იმის მიხედვით, თუ როდის და სად მიდიხართ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ბავშვისთვის გარკვეული ვაქცინების ადრეული ან დამატებითი დოზების მიცემა, როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გრიპის სეზონზე მოგზაურობისას, ან წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა, წითელას ეპიდემიის ზონაში გამგზავრებისას.

თვითმფრინავით ფრენა, ფრენა ბავშვთან ერთად, მგზავრობა ბავშვთან ერთად,

რა სჭირდება ბავშვს ფრენისთვის?

უნდა შეაგროვოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.ავიაკომპანიების უმეტესობა ქვეყნის შიდა ფრენებისთვის 2 წელზე უმცროსი მგზავრებისთვის ბილეთს არ ითხოვს.
თუ ბავშვისთვის ცალკე ადგილს იყიდით, ის აუცილებლად მანქანის სავარძელში უნდა ჩასვათ. საერთაშორისო ფრენისთვის 2 წლამდე ასაკის ბავშვს შეიძლება დასჭირდეს საკუთარი ბილეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ავიაკომპანიას აცნობოთ, რომ ახალშობილთან ან მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობთ. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ბილეთი ყველა შემთხვევაში სჭირდებათ.ზოგიერთი ავიაკომპანია ბავშვის ასაკის დასადასტურებლად მის დაბადების მოწმობას ითხოვს. წინასწარ დარეკეთ, რათა გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა ეს დოკუმენტი.ზოგ ქვეყანაში საჭიროა მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მგზავრობის შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს თან ერთი მშობელი მაინც ახლავს.

თვითმფრინავით ფრენა, ფრენა ბავშვთან ერთად, მგზავრობა ბავშვთან ერთად,

რჩევები ჩვილ ბავშვთან ერთად ფრენისთვის

თუ შეგიძლიათ, შეიძინეთ ცალკე ადგილი ბავშვისთვის (ავიაკომპანიას შეიძლება ჰქონდეს ფასდაკლება ბავშვებისთვის). თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ მანქანის სავარძელი და ჩაამაგროთ ის თვითმფრინავის სავარძელში. ეს ყველაზე უსაფრთხო და მართებული გამოსავალია.მოამზადეთ საკვები სითხეები: ხელოვნური საკვები, დედის რძე ან წვენი. ფრენის რეგულაციების მიხედვით სითხე, რომელიც თვითმფრინავში აგაქვთ უნდა შემოწმდეს, ამიტომ ჩაალაგეთ ისინი ცალკე ჩანთაში, რათა იყოთ მომზადებული.
გაართეთ ბავშვი ჩასხდომამდე. საუკეთესო იდეაა გადააბაროთ პარტნიორს (ან მეგობარს ან ოჯახის წევრს) ჩანთები, სანამ თქვენ ბავშვებთან ერთად ტერმინალში ისეირნებთ.
თან იქონიეთ ბავშვის რამდენიმე საყვარელი სათამაშო და წიგნი და რამდენიმე ახალი საინტერესო ნივთიც. დაგეგმეთ კვება აფრენისა და დაფრენისას. სწორედ ამ დროს განიცდის ბავშვი ყურში წნევის მომატებას ყველაზე მეტად და ყლაპვამ შეიძლება შეუმსუბუქოს მას დისკომფორტი. ითხოვეთ დახმარება. თქვენ არ ხართ პირველი მშობელი, რომელიც ახალშობილთან ერთად მგზავრობს - ავიაკომპანიები, როგორც წესი, ახალგაზრდა ოჯახების განთავსებაზე ზრუნვის პოლიტიკას ეწევიან. ასე რომ, თუ ბავშვის საკვების გათბობა გჭირდებათ, სავსებით გამართლებულია ეს ბორტგამცილებელს სთხოვოთ. ისევე, როგორც პატარასთან ერთად მანქანის მართვისას, გონივრულია, რომ მისი ნივთების რაიმე უსაფრთხოზე მიაბათ, რადგან თვითმფრინავში კიდევ უფრო მარტივია ნივთების დაკარგვა და რთულია მათი პოვნა. თუ თქვენი შვილი საწოვარას იყენებს, გირჩევთ, რომ რამდენიმე ჩაალაგოთ.დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რაც ბავშვისთვის სახიფათოა, მისთვის მიუწვდომელ ადგილზეა, მაგალითად, მედიკამენტები, რომლებიც უმჯობესია, უსაფრთხოების მიზნით, ცალკე პოლიეთილენის პარკში ან რაიმე კონტეინერში მოათავსოთ.

წყარო: whattoexpect