შესაძლოა მოხდეს ისე, რომ სახლის კარი ჩაიკეტოს და ბავშვი სახლში მარტო აღმოჩნდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? მთავარია, არ აჰყვეთ პანიკას. მოდით, ვნახოთ გამოსავალი.
მშობელი ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო პირობები ჰქონდეს შექმნილი, რათა ექსტრემალურ სიტუაციაში ბავშვს ნაკლები საფრთხე დაემუქროს. ზოგადად კი, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი, კარის ჩაკეტვის სიტუაცია,
1. არ უნდა გქონდეთ ისეთი საკეტი, რომელიც კარის მიჯახუნებით ჩაიკეტება.
2. საკეტი ყოველთვის გამართულად უნდა მუშაობდეს. თუ რამე ხარვეზს შეატყობთ, სასწრაფოდ უნდა შეაკეთოთ ან შეცვალოთ.
3. უმჯობესია, თუ ბავშვი სახლში მარტო არასდროს დარჩება, არც ერთი წუთით.
4. გასაღები ყოველთვის კართან ახლოს გქონდეთ და თუ კარს გააღებთ, ყოველთვის ხელში გეჭიროთ, თუნდაც მეზობელს ესაუბრებოდეთ.
5. კარგად შეამოწმეთ კარის ყველა საკეტი, იქნება ეს ურდული თუ ჟაჭვი, რომლითაც შესაძლოა ბავშვმა თეორიულად მაინც ისარგებლოს.
ყოველთვის ჯობს საკეტი, რომელიც გარედან იკეტება.
ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვი სახლში მარტო არასდროს უნდა დატოვოს და ბავშვთან წინასწარ უნდა გქონდეთ საუბარი, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით სახლში მარტო აღმოჩნდება.