როდის უნდა მიმართოთ ორთოპედს აუცილებლად

21-07-2022

სასწრაფოდ ორთოპედთან - რა შემთხვევაში არ შეიძლება ექიმთან ვიზიტის გადადება

როგორც წესი, მშობლები მაშინ იწყებენ ფიქრს იმის თაობაზე, ყველაფერი წესრიგში აქვს თუ არა მათ შვილს ფეხებთან დაკავშირებით, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს. 
ექიმები კი იძლევიან რეკომენდაციას, რომ ამ ფაქტორს ყურადღება ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებში მიაქციონ. 

რატომ არის აუცილებელი ორთოპედთან რეგულარული ვიზიტები?

დაბადებამდე ბავშვი დედის მუცელში საკმაოდ ვიწროდ იმყოფება. მისი ხელ-ფეხი მუცელს არის მიბჯენილი, რის გამოც ზეწოლა ხდება სახსრებზე. ისედაც შეზღუდული სივრცე კიდევ უფრო შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს არასაკმარისი რაოდენობის წყალი ან არასწორად არის განთავსებული. ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე ცუდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ასევე ცუდმა ეკოლოგიამაც ან სულაც მემკვიდრეობით გადაეცეს მშობლებისგან.

დისპლაზია, მასაჟი, ორთოპედი,
 
პირველადი ნიშნები

ზოგიერთი გადახრა ექიმებმა შესაძლოა სამშობიაროშივე შენიშნონ ბავშვს. განვთარებულ ქვეყნებში სამშობიარო სახლშივე ხდება ბავშვის პირველადი სკრინინგი ორთოპედის მიერ. ბავშვის ორთოპედთან ვიზიტი აუცილებელია 1, 3, 6 და 12  თვის ასაკში, შემდეგ -  წელიწადში ერთხელ.
მენჯ-ბარძაყის დისპლაზია ჩვილებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  ამ შემთხვევაში მკურნალობა დროზე თუ არ დაიწყო, შესაძლოა დაფიქსირდეს ამოვარდნა. 
სანამ ბავშვი წევს, ეს დარღვევა შეუმჩნეველია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, დისპლაზია ბავშვს სიარულში შეუშლის ხელს, ამიტომ მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიყოს. დისპლაზია დედამაც შეიძლება შენიშნოს, ეს რთული არ არის. როდესაც ბავშვი წევს, მისი მუხლებში მოხრილი ფეხების გადაშლა შეუძლებელია. ეს სიმპტომი ახასიათებს არა მარტო დისპლაზიას, არამედ კუნთების მომატებულ ტონუსსაც, რომელსაც ნევროლოგი მკურნალობს.

კიდევ ერთი აშკარად დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის ნაკეცები, რომელიც არ ემთხვევა ერთმანეთს, დუნდულებს ქვემოთ. 
როდესაც ერთი ფეხი შედარებით მოკლეა, ვიდრე მეორე. მწოლიარე მდგომარეობაში ეს თვალსაჩინო არ არის, მაგრამ თუ ბავშვს ზურგზე დააწვენთ და ფეხებს კარგად გააშლევინებთ, მიხვდებით. 

დისპლაზია, მასაჟი, ორთოპედი,

თუ ბავშვს მენჯებში კარგად გადასდის ფეხები, მაგრამ გესმით ტკაცუნის ხმა, ეს ამოვარდნის ნიშანია.
თუ ექიმმა ბავშვს რაიმე საეჭვო სიმპტომი აღმოუჩინა, სასწრაფოდ გაგაგზავნით ულტრაბგერით გამოკვლევაზე. აღნიშნული გამოკვლევა რეკომენდებულია ყველა ბავშვისთვის. მხოლოდ ასეთი გამოკვლევის შედეგად შეიძლება დაისვას ზუსტი დიაგნოზი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დისპლაზია უფრო ხშირად გოგონებს ახასიათებთ, ვიდრე ბიჭებს. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება ხდება სპეციალური დამაფიქსირებელი საშუალებებით, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა წარიმართოს 6 თვის ასაკამდე.

თანდაყოლილი მოკლე ფეხი - დიაგნოსტირება ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებშია შესაძლებელი. დღესდღეობით ეს დიაგნოზი ადვილად ექვემდებარება მკურნალობას ოპერაციული ჩარევის შედეგად, როდესაც ხდება ძვლის დაგრძელება. ოპერაციას აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ორ ფეხს შორის სხვაობა  3-4 სმ-ია. სხვა შემთხვევაში ჩვილს ორთოპედიული ფეხსაცმელი ან ორთოპედიული აპარატი შველის. 

როდესაც ჩვილი იწყებს სიარულს, ხშირად ფეხი შეაქვს შიგნით, მშობელი იწყებს ნერვიულობას, რომ მის შვილს ბრტყელი ტერფი აქვს, თუმცა გვინდა დაგამშვიდოთ, რომ ეს ნორმალურია და როგორც წესი, 2-3 წლის ასაკისთვის, იშვიათად შესაძლოა 3-4 წლის ასაკისთვისაც, ეს სწორდება, რადგან ამ დროს ბავშვის ძვლები უკვე ჩამოყალიბებულია.  
ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვის ფეხები x-ს წააგავს, არც ეს არის საგანგაშო, დროთა განმავლობაში ის გასწორდება.სწორედ იმიტომ არის საჭირო ორთოპედთან დროული ვიზიტები, რომ ეს ყველა ნიუანსი კონტროლს ექვემდებარებოდეს და თავი არ იჩინოს მოულოდნელმა გართულებამ.

იმისათვის, რომ ბავშვის ფეხები მუდმივად იყოს ტონუსში, ეცადეთ გააკეთებინოთ თითების, ტერფის, მუხლების ვარჯიშები და ამ ვარჯიშებს მისცეთ სახლისო ფორმა, რათა ბავშვმა ის ხალისით შეასრულოს. ეცადეთ თამაშ-თამაშით ატაროთ ხან ქუსლებზე, ხან წვერებზე.