ბავშვი ოჯახში ყოველთვის ბედნიერების მომტანია. მშობლები გაფაციცებით მისჩერებიან შვილის პირველ ნაბიჯებს, პირველ სიტყვებს, ეს მათში ყოველთვის სიხარულსა და აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ისეთ ჩვევებს ავლენენ ხოლმე, რაც მშობლებს არ მოსწონთ და მეტიც, ყველანაირად ცდილობენ გადააჩვიონ ბავშვი ამ ჩვევას.
მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხავი ის არის, რამდენად არის ესა თუ ის ჩვევა მავნე და ღირს თუ არა ბავშვის გადაჩვევა.
ბავშვის ნებისმიერ ქმედებას აქვს კონკრეტული მიზანი და მიზეზი. სანამ მშობელი ბავშვს გაუბრაზდება, ჯერ კარგად უნდა გაარკვიოს, რატომ იქცევა ბავშვი ასე და რა უნდა რეალურად.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ ბავშვი იწყებს ნივთების პირში ჩადებას და ღრღნას, ის ძალიან მალე მოსწყვიტეს დედის ძუძუს.
ასე პატარები შფოთვის თავიდან აცილებას ცდილობენ. ამის გადაჩვევა არ გამოვა. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარ ენერგიასტან გამკლავებას ამას თვითონ გადაეჩვევა.
ეს ბავშვებისთვის აუცილებელი მომენტია, ისინი სათამაშოებს აქეთ-იქით ყრიან სამყაროს შეცნობის პროცესში. ამის გამო ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, თანდათან ბავშვი, მშობლის მაგალითზე, ისწავლის ნივთებისთვის საკუთარი ადგილის მიჩენას.
უცნაურია, თუმცა ბევრი მშობელი ნერვიულობს ამის გამო, მათ არ მოსწონთ ბავშვის გადამეტებული ინტერესი ყველაფრის მიმართ. ამის გამო ბავშვის დასჯა არაფრით არ შეიძლება, საქმე ის გახლავთ, რომ ამ დროს ბავშვი თავს მარტო გრძნობს და კითხვების დასმით ყურადღების მიპყრობას ცდილობს. თუ თქვენს შვილს ეს ჩვევა აქვს, ეცადეთ მასთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და პრობლემა თავად მოგვარდება.
არც ამის გამო ღირს ნერვიულობა, ეს ბავშვებში ბუნებრივი პროცესია, ის ცდილობს შეიცნოს საკუთარი თავი. ამ დროს მას უჩნდება უამრავი კითხვა, რომელზეც მშობელმა აუცილებლად უნდა უპასუხოს. თუ ბავშვს მსგავსი ჩვევა აქვს, მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეარცხვინოს შვილი, მან უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თავად გადაეჩვევა ამის კეთებას.
ასე რომ, ერთი შეხედვით მავნე ჩვევები ბავშვებში ყოველთვის გაკიცხვის მიზეზი არ არის. ამით ბავშვები ემოციის გამოხატვას და ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მშობლებს ვურჩევთ, შენიშვნის მიცემის და ნერვიულობის ნაცვლად ჩაეძიონ ბავშვს, გაიგონ, რა ადარდებს და რის დანაკლისს განიცდის.