რატომ ჩნდება თვალების ქვეშ მუქი ფერის რგოლები

10-05-2022

ეს რგოლები შეიძლება იყოს შავი, წითელი ან სულაც მოლურჯო ფერის. თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, რას არ მკურნალობენ ბავშვს - ნაწლავებს, ვიტამინების ნაკლებობას, პარაზიტებს, ფსიქიკასაც კი. თუმცა მოდით მოვუსმინოთ პედიატრს და ვნახოთ, როდის შეიძლება გაუჩნდეს ბავშვს თვალების ქვეშ რგოლები. 

  • მემკვიდრეობა - ეს ბავშვებში თვალის უპეებში მუქი რგოლების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხშირ შემთხვევაში ასეთი ბავშვების მშობლებსაც ე.წ. პანდას თვალები აქვთ. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთ ადამიანებს, გენეტიკურად, ქუთუთოებს ქვემოთ შედარებით ძლიერი პიგმენტაცია აღენიშნებათ. შედეგად კი ეს ისე გამოიყურება, როგორც მუქი ფერის რგოლები თვალებს ქვემოთ. 
  • თხელი კანით თვალების ქვეშ -  როდესაც ჩანს სისხლძარღვები და ეს მოლურჯო ფერის რგოლებს წააგავს. ამ პრობლემის მოგვარების გზა პრაქტიკულად არ არსებობს, თუ ეს ძალიან შემაწუხებელია მშობლისთვის ან ბავშვისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით. 
  • ჰიპერპიგმენტური კანი - აუცილებლად უნდა დაიცვათ მზის სხივების ზემოქმედებისგან. ნებისმიერი რუჯი კიდევ უფრო გააძლიერებს კანში მელანინის გამოყოფას და ლაქები უფრო მკვეთრი და ინტენსიური გახდება.
  • ადენოიდები - თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჩალურჯებულ თვალებს ბავშვებს ავადმყოფობის დროს ამჩნევენ ხოლმე. ეს საშიში არ არის. როდესაც ბავშვს სურდო აქვს, სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ვენები გაგანიერებულია და კანქვეშ უფრო შესამჩნევი ხდება. იგივე შეიძლება დაფიქსირდეს ადენოიდების შემთხვევაში. ამ პრობლემისგან თავის დაღწევა ვირუსული ინფექციების მკურნალობით არის შესაძლებელი. 
  • ალერგია და ატოპიური დერმატიტი -  ალერგიული რინიტის გამო დარღვეულია სასუნთქი გზების ფუნქციები და  ვენები გაგანიერებულია. რაც შეეხება ალერგიას, ის იწვევს თვალების ქავილს, ხოლო როდესაც ბავშვი ხშირად ეხება თვალებს, მას უჩნდება მუქი ფერის რგოლები.პრობლემის მოსაგვარებლად ალერგიის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტიალერგიული საშუალებები. 
  • არასაკმარისი ძილი -  ეს პირდაპირი მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ბავშვს მუქი ფერის რგოლები თვალების ქვეშ. პრობლემის მოსაგვარებლად გირჩევთ აკონტროლოთ ბავშვის ძილი, დარწმუნდეთ, რომ მას საკმარისი დროის განმავლობაში სძინავს.