რჩევები, თუ როგორ უზრუნველყოთ  ბავშვის ჯანმრთელი მხედველობა

19-04-2022

იმისათვის, რომ  ბავშვს ჰქონდეს კარგი მხედველობა, აუცილებელია დაიცვას გარკვეული წესები და ჰიგიენის ნორმები. 
თვალები ადამიანის სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა, რომელიც მუდმივ ზედამხედველობასა და ყურადღებას საჭიროებს. გამომდინარე იქიდან, რომ თვალების მოვლა გარკვეული წესების დაცვასთან არის დაკავშირებული,  აუცილებელია, რომ მშობელმა აკონტროლოს ბავშვი - დაიცვას ბავშვის თვალი მექანიკური დაზიანებისგან, იზრუნოს მის განვითარებაზე.  
თუ ბავშვს არ აქვს მხედველობის  თანდაყოლილი პრობლემა და პრობლემა არ იჩენს თავს გარდატეხის ასაკში, ეს იმას ნიშნავს, რომ  კარგი მხედველობა აქვს, თუმცა მშობელი უნდა ეცადოს, დაეხმაროს მის შენარჩუნებაში. ალბათ დაგაინტერესებთ, რა იგულისხმება მოვლაში.

1.    ბალანსირებული კვება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღი კვება. მისი რაციონი მდიდარი უნდა იყოს  სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით, რძის ნაწარმითა და მარცვლეულით. კარგი მხედველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია A ვიტამინი, კაროტინი, რომლითაც მდიდარია სტაფილო. 

2. კომპიუტერთან
ასევე ძალია მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დიდი დრო არ გაატაროს კომპიუტერთან. მონიტორი თვალების გასწვრივ უნდა იყოს განთავსებული. 

3. დისტანცია ტელევიზორთან
დისტანცია უნდა დაიცვას ბავშვმა ტელევიზორის ყურების დროსაც. 

4. მობილურში თამაშები
მშობელი უნდა ეცადოს მინიმუმამდე დაიყვანოს ბავშვის ტელეფონში თამაშის ხანგრძლივობა, ეს მხედველობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.  

5. გადააჩვიეთ თვალების სრესას
თვალების სრესა ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელიც  ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე, მით უმეტეს ბავშვის, ამიტომ თუ ატყობთ, რომ თქვენს შვილს ეს ჩვევა აქვს ყველაფერ გააკეთეთ საიმისოდ, რომ გადააჩვიოთ.

6. არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები
კოსმეტიკური საშუალებები, ჩრდილები, ტუში, ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის მხედველობაზე. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს საშუალება ეკოლოგიურად სუფთაა და სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, არ დაუშვათ ბავშვის მიერ მისი გამოყენება.

7. სახიფათო სათამაშოები
არ დაუშვათ, რომ ბავშვმა ითამაშოს სახიფათო სათამაშოებით, მაგალითად წვეტიანით, ეს ძალიან საშიშია. 

8. დაიცავით ბავშვის უსაფრთხოება
თუ ახლომახლო ვინმე ფოიერვერკს უშვებს ან რაიმეს აფეთქებს, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი უსაფრთხოდ არის და ასაფეთქებელ საშუალებებთან არანაირი წვდომა არ აქვს,