თქვენს შვილს ეზოში სირბილსა და თამაშზე მეტად დროის კომპიუტერთან გატარება მოსწონს, არ უყვარს ფიზიკური აქტივობები? არცთუ საუკეთესო ფიზიკური ფორმის გამო კომპლექსი აქვს და ეს გაღელვებთ? გვინდა დაგამშვიდოთ, მართალია, თუ ბავშვს ამის მოთხოვნილება და სურვილი არ აქვს, ძნელია შეაყვაროთ ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში, თუმცა არსებობს გარკვეული აქტივობები, რომლებიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეცვლის თქვენი შვილის დამოკიდებულებას ფიზიკური აქტივობების მიმართ. საბოლოოდ შეიძლება ფეხბურთელი არ გამოვიდეს, თუმცა მისი დატვირთვები, ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე გატარებული დროც აუცილებლად გაიზრდება, რაც ჯანმრთელობის მთავარი საწინდარია.