10 მცენარე, რომელიც არ უნდა იყოს ბავშვის ოთახში

13-04-2022

ოთახის მცენარეები, რასაკვირველია, ძალიან კარგია, ჯანსაღია და ლამაზი, თუმცა როდესაც სახლში პატარა ბავშვია, ზოგიერთ მცენარეს უნდა უფრთხილდეთ. ამ მცენარეებიდან უმრავლესობა შხამიანია ან ალერგიულ რეაქციებს იწვევს და ამიტომ გვირჩევენ, ისინი მოვარიდოთ ბავშვებს და მით უმეტეს, არ დავდგათ ბავშვის ოთახში.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

დიფენბახია
ბევრს მოსწონს ამ მცენარის ლამაზი ფოთლები, არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა დიფენბახიას შხამიანი წვენი აქვს. კანზე მოხვედრისას დერმატიტს იწვევს, ლორწოვან გარსზე მოხვედრისას კი შედეგი ბევრად უფრო სერიოზულია - იწვევს წვას, გაღიზიანებას, შეიძლება გაგუდვაც კი გამოიწვიოს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეს სიმპტომები ნელ-ნელა ვლინდება. თავიდან მშობელს შეიძლება ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი ალერგიაა. ასე რომ, გაითვალისწინეთ, ამ ყვავილთან შეხების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ და აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

ფილოდენდრონი
ამ ოჯახის 900-მდე წარმომადგენელს შორის ყველაზე გავრცელებული ეს სახეობაა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს კარგად ერგება, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვის ოთახს. მცენარესთან კონტაქტს ახასიათებს ისეთივე შედეგები, რაც დიფენბახიის შემთხვევაში. ჯობს, ის ჩამოკიდოთ რამეზე ისე, რომ ბავშვი ვერ მიწვდეს.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

ალოე
ალოე არა მარტო ლამაზი მცენარე, სასარგებლო მცენარეცაა. მისი ფოთოლი ძალიან კარგად შველის ფურუნკულს და ჭრილობებს. თუმცა ხანდახან ის მოწმავლასაც იწვევს, კუჭში მოხვედრის შედეგად კი ვლინდება დიარეა.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

კალადიუმი
კალადიუმი ამერიკული ტროპიკების ბინადარია. მისი მეორე სახელი ინგლისური ფრთებია. ამ მცენარის ფოთლები შხამიანია. გირჩევთ, ზედა თაროებზე მოათავსოთ და ბავშვის ოთახიდან შორს.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

სანსევიერა
ეს მცენარე სახლში იღბალსა და ბედნიერებას იზიდავს, თუმცა თუ ბავშვი გყავთ და შემთხვევით გაუსინჯა გემო, უსიამოვნებები გარდაუვალია. იწვევს გულისრევას, მოდუნებას. ტოქსიკურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის დროს, თუმცა ხანდახან კანზე მოხვედრის დროსაც იწვევს გაღიზიანებას.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

სპატიფილუმი
ამ მცენარეზეც ამბობენ, რომ სახლში ჰარმონია შეაქვს და კარგად წმენდს ჰაერს, თუმცა პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ ინტოქსიკაციას იწვევს.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

ოლეანდრი
ეს ნაზი ყვავილი სინამდვილეში ნამდვილი მკვლელია, მისი წვენი იწვევს არითმიას და გულის გაჩერებასაც კი. ოლეანდრით მოწამვლის შედეგად ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ნერვული სისტემისა და გულის მუშაობის მოშლა. ეს მცენარე ძალიან საშიშია ბავშვებისთვის.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

ინგლისური სურო
ეს ხვიარა მცენარე ზემოდან ქვემოთ ეშვება და უნდა ეცადოთ, იმდენად დაბლა არ მოხვდეს ფოთლები, რომ ბავშვი მიწვდეს. ფოთლები საკმაოდ ტოქსიკური და ალერგიულია.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

სინგონიუმი
ამ მცენარეს ხშირად ჩუქნიან ახლობელ ადმიანებს. მისი ფოთლები გულს წააგავს, თუმცა სწორედ ეს ფოთლებია ძალიან საშიში ადმიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. გირჩევთ ეს ყვავილი საერთოდ მოაშოროთ საბავშვო ოთახიდან.

მცენარეები, ყვავილები, ბავშვის ოთახი, დედა, ბავშვი,

პოთოსი
ამბობენ, რომ პოთოსი ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. იგი ასევე კარგად მრავლდება, ამიტომ მას ბევრ ოჯახში შეხვდებით, თუმცა იცოდეთ, რომ ეს ყვავილი ტოქსიკურია და მისი ადგილი საბავშვო ოთახში არ არის.