გინდათ ბავშვი ბოსტნეულის ჭამას მიაჩვიოთ, მაგრამ ის გეწინააღმდეგებათ და არ გემორჩილებათ? გინდათ, ყოველ საღამოს ოჯახის წევრებმა ერთად ივახშმოთ, თუმცა არ გამოდის, რადგან ყველას თავისი საქმე და გრაფიკი აქვს? მსგავსი სიტუაცია უცხო ალბათ არც ერთო ოჯახისთვის არის, თუმცა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა და რთული სამუშაო დღეებისა, შესაძლებელია ადამიანებმა მისდიონ ცხოვრების ჯანმრთელ წესს? როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? მოდით განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი:
1. გინდათ, რომ თქვენს შვილს მოსწონდეს ხილისა და ბისტნეულის მირთმევა? მაშინ ეცადეთ, თუ ამის საშუალება არის, საკუთარ აგარაკზე, ბაღში, ეზოში მოიყვანოთ ეს პროდუქტი, საკუთარი ხელით და ამ პროცესში ჩართოთ ბავშვიც. გვერწმუნეთ, მას თავად გაუჩნდება სურვილი, საკუთარი ხელით მოკრეფილი პროდუქტი დააგემოვნოს, ეს მისთვის სახალისო და საყვარელი საქმიანობა იქნება.
2. ეცადეთ საჭმელი ოჯახის წევრებთან ერთად მოამზადოთ, შვილთან, მაგალითად. ასე მას სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებით. ეს პროცესი ასევე ძალიან კარგი საშუალებაა მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირის გამყარებისთვის.
3. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ოჯახის ყველა წევრს სულ სადღაც მიეჩქარება, ეცადეთ, დღეში ერთხელ მაინც შეიკრიბოთ მაგიდის გარშემო და ერთმანეთს სიახლეები გაუზიაროთ. ასე ოჯახის წევრები მეტ-ნაკლებად დაუახლოვდებიან ერთმანეთს.
4. ეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ კვირაში თითო დღეს ოჯახის ყველა წევრმა მოამზადოს რაიმე კერძი და შეეჯიბრეთ მაგალითად იმაში, რომელი კერძი უფრო ჯანსაღი იქნება. ასევე ეცადეთ პროდუქტის ყიდვის დროს ბავშვიც დაიხმაროთ ხილისა და ბოსტნეულის შერჩევაში.
5. ეცადეთ მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე ოჯახის წევრებთან ერთად, ითამაშეთ, ისეირნეთ ველოსიპედით, ირბინეთ, ერთი სიტყვით, დაკავდით ყველაფერი იმით, რამაც შეიძლება გაახალისოს თქვენი ოჯხის წევრები.
6. ეცდეთ საქმის კურსში იყოთ თქვენი ოჯახის წევრების აქტივობებთან დაკავშირებით, თუ მაგალითად ბავშვს აქვს საკონტროლო წერა, დაამშვიდეთ, ან მეუღლეს სერიოზული შეხვედრა - გაამხნევეთ, იყავით ჩართული მათ საქმიანობაში ზომიერად, მხოლოდ იმდენად, რომ თქვენი სულიერი კავშირი განმტკიცდეს. ეს თქვენც წაგადგებათ და მათაც.