3 წელს ზემოთ ბავშვები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფიან, თუმცა დამოუკიდებლობა პრაქტიკასთან ერთად მოდის. ამ ასაკში ბავშვს არ აქვს ნებისყოფა და არც საჭირო უნარ-ჩვევები საიმისოდ, რომ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირდეს. ეს კბილების გახეხვის პროცესსაც ეხება, ამიტომ მშობლები უნდა ეცადონ აკონტროლო ბავშვები კბილების გახეხვის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კბილებზე დარჩენილმა ბაქტერიებმა შესაძლოა კარიესი გამოიწვიოს. გირჩევთ,4-5 წლამდე ბავშვს ჯაგრისზე კბილის პასტა თავად დაუდოთ. თავიდან შეგიძლიათ კბილები თავად გაუხეხოთ და ეტაპობრივად გადააბაროთ ეს პროცესი თავად ბავშვს. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო რჩევას.
თქვენი შვილი კბილებს სულ ტირილით იხეხავს და თუ იხეხავს, უხარისხოდ. კბილის ჯაგრისი მის ხელში იარაღის ფუნქიას ასრულებს, რომელიც თქვენი მოთმინების ფიალას ავსებს, თუმცა უნდა გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე მარტო არ ხართ და ყველა მშობელს აქვს ასეთი განსაცდელი.
კბილების გახეხვა ძილის წინ ნამდვილად ბრძოლის ველზე სიარულია, რომელმაც თქვენც დაგღალათ და ბავშვიც. მსგავსი პროცესის თავიდან ასაცილებლად მოიფიქრეთ რომელიმე სახალისო რიტუალი ძილის წინ, რაც ბავშვსაც გაახარებს და არც თქვენ დაგთრგუნავთ. კბილების გახეხვის პროცესი სასიამოვნო თამაშად აქციეთ.
დღესდღეობით ბევრი თვალსაჩინოება არსებობს საიმისოდ, რომ ბავშვმა თვალი ადევნოს კბილების გახეხვის პროცესს. შეარჩიეთ მაგალითად დიდი ზომის კალენდარი, დიდი ციფრებით, სადაც შეძლებთ აღნიშნოთ ისეთი დღეები, როდესაც ბავშვმა შეხსენების და ზედმეტი ძალიხმევის გარეშე გაიხეხა კბილები, ასე ბავშვს წაახალისებთ. ყოველი წარმატებული გახეხვის შემდეგ იმ დღეზე სტიკერი ან რაიმე მსგავსი დაამაგრეთ და ნახავთ, როგო გაიზრდება ბავშვის მოტივაცია.
თუ ბავშვს ჩაეძინა ან ავად არის, შესაძლებელია ჯაგრისი ლოგინშიც მიუტანოთ და თავადაც დაეხმაროთ გახეხვის პროცესში, ბრინჯის მარცვლის რაოდენობის კბილის პასტა და ქაღალდის ხელსახოცი კბილის ჯაგრისთან ერთად თავის საქმეს ძალიან კარგად გააკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ დილაობით ყველა მშობელს ეჩქარება, ეცადეთ საუზმის შემდეგ მაინც აუცილებლად გამოახეხინოთ ბავშვს კბილები, ეს მას წესად უნდა უქციოთ და თავადაც უნდა გაიხეხოთ, რა თქმა უნდა, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კბილები და მისცეთ მაგალითი.
თუ დღის განმავლობაში ბავშვს ხემსი უწევს სკოლაში და არ არის იმის საშუალება, რომ კვების შემდეგ კბილები გაიხეხოს, წყალი მაინც დალიოს. ღამითაც, თუ კბილებს ვერ ახეხინებთ, წყალი დაალევინეთ აუცილებლად და წყლის გამოვლებაც ასწავლეთ. ეს ჩვევა თქვენც უნდა გამოიმუშავოთ.
მიჰყევით ამ წესებს და ნახავთ, როგორი ჯანმრთელი კბილები ექნება თქვენს შვილს.
წყარო: უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი